Mutua Madrid Open-ის პირველ წრეში მსოფლიო რეიტინგის მესამე ნომერმა, რუსმა მარია შარაპოვამ შვეიცარიელი ტიმეა ბაჩინსკი 6:2, 6:3 დაამარცხა.
შეხვედრა საათი და 22 წუთი გაგრძელდა. მარიამ ერთი ეისი ჩააწოდა და 2 ორმაგი შეცდომა დაუსვა, ბაჩინსკიმ 2 ეისი მოაწოდა და 1 ორმაგი შეცდომა მოუვიდა.
შარაპოვას მომდევნო მეტოქე უოტსონ-დუკუ-მარინიოს შორის გამარჯვებული იქნება.
რუსი ჩოგბურთი ტურნირის შარშანდელი გამარჯვებულია. Mutua Madrid Open-ის საპრიზო ფონდი 4,185,405 ამერიკული დოლარია. ტურნირის გამარჯვებული 799,450 ამერიკულ დოლარს და 1000 სარეიტინგო ქულას მიიღებს.
მატჩის მნიშვნელოვანი მომენტები:
https://www.youtube.com/watch?v=lusg5ePqPJg,