კალათბურთი

11:08 | 3.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

სან ანტონიომ სეზონი დაასრულა
“კლიპერსს” კრის პოლმა მოაგებინა

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის პლეი ოფის ერთი მატჩი გაიმართა. “კლიპერსი” ლოს ანჯელესში შარშანდელ ჩემპიონს, “სან ანტონიოს” დაუპირისპირდა. სერიაში ანგარიში 3:3 იყო და ეს შეხვედრა გადაწყვეტდა, ვინ გააგრძელებდა მომდევნო ეტაპზე თამაშს.

მატჩი გარდამავალი უპირატესობებით მიმდინარეობდა. პირველი პერიოდის მიწურულს კრის პოლს კუნთი გაეჭიმა და მოედანი დატოვა, მაგრამ გუნდის ლიდერი მეორე პერიოდში დაბრუნდა. შეხვედრის დასრულებამდე 8 წამით ადრე ანგარიში 109:109 იყო, ბურთი “კლიპერსის” ლიდერს კრის პოლს ჰქონდა, გამთამაშებელმა ურთულესი ორქულიანი ესროლა, ბურთი კალათში ჩავარდა და ლოს ანჯელესლებმა “სან ანტონიო” 111:109 დაამარცხეს, სერია 4:3 მოიგეს. “კლიპერსი” კონფერენციის ნახევარფინალში “ჰიუსტონ როკეტს” დაუპირისპირდება.

დღეს, თბილისი დროით 21:00 საათზე, კონფერენციის ნახევარფინალური მატჩების პირველი შეხვედრა გაიმართება. “ატლანტა” შინ “ვაშინგტონს” დაუპირისპირდება, თბილისის დროით 23:30 საათზე კი “გოლდენ სტეიტი” საკუთარ დარბაზში “მემფის გრიზლის” მიიღებს.

“ლოს ანჯელეს კლიპერსი” – “სან ანტონიო სპურსი” 111:109 (28:30, 29:25, 22:23, 32:31)

“კლიპერსი”: პოლი (27 ქ. 6 პ.), გრიფინი (24 ქ. 10 პ. 13 მ.), ბარნსი (17 ქ. 5 მ.), კროუფორდი (16 ქ.), რედიკი (14 ქ.), ჯორდანი (7 ქ. 14 მ.), დევისი (6 ქ.)

“სან ანტონიო”: დანკანი (27 ქ. 11 მ.), პარკერი (20 ქ. 5 პ. 5 მ.), გრინი (16 ქ. 8 მ. 5 ბ.), ლეონარდი (13 ქ. 10 მ.), დიაო (12 ქ.), ჯინობილი (8 ქ.), მაილსი (6 ქ.), სპლიტერი (5 ქ.), ბელინელი (2 ქ.)

https://www.youtube.com/watch?v=MqBSn-DamjU

“კლიპერსმა” სერია 4:3 მოიგო

0.133272