ფეხბურთი

10:45 | 3.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტი: “პრიმერას მოგება კიდევ შეგვიძლია”

ესპანეთის პრიმერა დივიზიონის 35-ე ტურში “ბარსელონამ” “კორდობა” მისსავე მოედანზე 8:0 გაანადგურა, ხოლო მადრიდის “რეალმა” “სევილიას” სტუმრად 3:2 მოუგო, რის შემდეგაც ჩემპიონატის დასრულებამდე სამი ტურით ადრე ამ გუნდებს შორის 2-ქულიანი სხვაობა დარჩა - “ბარსელონა” პირველზეა, ხოლო “რეალი” მას 2 ქულით ჩამორჩება.

განვლილი ტურის მოვლენები “სამეფო კლუბის” მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ შეაფასა და აღნიშნა, რომ მისმა გუნდმა ამ გამარჯვებით ესპანეთის ჩემპიონატის მოგების შანსი შეინარჩუნა.

“ბარსელონა” ბრწყინვალე გუნდია და მისი შეტევა ძალზედ ეფექტურია. სულაც არ მიკვირს, რვა გოლი რომ გაიტანეს. “სანჩეს პისხუანზე” ჩვენი გამარჯვება იოლი არ ყოფილა და კმაყოფილი ვარ სევილიიდან სამი ქულა რომ წამოვიღეთ. ეს მნიშვნელოვანი წარმატებაა, რადგან პრიმერას მოგების შანსი შევინარჩუნეთ. გარდა ამისა, ეს სამი ქულა საკუთარი თავის რწმენას შეგვმატებს ჩემპიონთა ლიგაზე “იუვენტუსთან” გასამართი თამაშის წინ. დიახ, ჩემპიონატის მსვლელობისას არაერთი ქულა დავკარგეთ, მაგრამ ახლა ამაზე ფიქრის დრო არაა. მსგავს ანალიზს მხოლოდ ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ჩავატარებთ.” - თქვა ანჩელოტიმ.

“რეალი” 5 მაისს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ტურინში “იუვენტუსს” ეთამაშება, ხოლო 9 მაისს პრიმერა დივიზიონში ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის მებრძოლ “ვალენსიას” უმასპინძლებს.

0.114948