საფრანგეთის ლიგა 1-ის 35-ე ტურში "ლიონმა" საშინაო გამარჯვება მოიპოვა. ფურნის გუნდმა "ევიანის" ძლევით გაგრძელა პსჟ-თან კონკურენცია. მართალია ამდროისთვის პარიზელებს ერთით ნაკლები მატჩი აქვთ გამართული, მაგრამ ფაქტია, რომ ჩემპიონისთვის ბრძოლა ბოლო ტურამდე გაგრძელდება.
“ლორიენისა” და “ბორდოს” მატჩი გოლების გარეშე დასრულდა. დღევანდელ მატჩში მხოლოდ ერთმა ფეხბურთელმა – ჟირონდელმა საივემ მიიღო გაფრთხილება. მოთამაშეებმა ერთმანეთი აშკარად დაინდეს.
ამ მომენტისთვის “ლორიენი” ლიგიდან გავარდნის საფრთხის წინაშე არ დგას, თუმცა მხოლოდ ორი ქულით უსწრებს გასავარდნ ზონას და ამოცანად მაინც ლიგაში დარჩენა რჩება. ისიც უნდა ითქვას, რომ შემდეგ ტურში რიპოლის გუნდი “მეცის” ესტუმრება. “მეცი” პრაქტიკულად გავარდნილია, თუმცა თეორიული შანსი არსებობს. სეზონის დასაწყისში “ბორდო” ჩემპიონატის ლიდერად მოგვევლინა, შემდეგი კი მოუკლო. სავარაუდოდ ხუთეულში ვერ მოხვდება.
"ნიცა" და "კაენი" ფრეზე გაიყარნენ. პირველ ტაიმში დაფიქსირებული ანგარიში არ შეცვლილა. მათი გავარდნის შანსი მიზერულია. განსაკუთრებით ეს პუელის გუნდზე ითქმის.
"ბასტიას" განაცხადში კვლავ ვერ მოხვდა კიკაბიძე. "ბასტიამ" შინ ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბი "სენტ ეტიენი" დაამარცხა. კორსიკელები მე-12 ადგილზე იმყოფებიან. ცხრილის სიმჭიდროვის მიუხედავად ლიგა 1-ში ადგილი პრაქტიკულად გარანტირებული აქვთ.
ლიონი – ევიანი 2:0 (2:0)
ლიონი, “სტად ჟერლანდი.”
ლიონი: ლოპესი, ჟალე, ბედიმო, კონე, უმტიტი, გრენიე, გონალონსი (მალბრანკი 85), ფეკირი, ტოლისო, ლაკაზეტი (იატარა 78), ნ’ჟიე (ფერი 56)
მთავარი მწვრთნელი: ფურნიე
ევიანი: ლეროი, ვასი, ნუნკუ, საბალი (ფალი 46), სორლინი, ტეიედა, დუჰამელი (ბლანდი 55), სუნუ (კონე 66), ნ’სიკულუ, ტომასონი
მთავარი მწვრთნელი: დუპრაზი
გოლები: 1:0 გრენიე (20), 2:0 ლაკაზეტი (თერთმეტმეტრიანი 38)
მთავარი მსაჯი: ბასტიენი
გაფრთხილება: ნუნკუ (38), გონალონსი (65)
ბასტია – სენტ ეტიენი 1:0 (0:0)
ფურიანი, “სტად არმანდ სეზარი.”
ბასტია: არეოლა, დიაკიტე (კონი 46), მოდესტო, პალმიერი, პეიბერნსი, დანიკი (რომარიკი 85), ჟილე, ბუდებუზი, ბრანდაო, აიტი, კამანო (სიო 64)
მთავარი მწვრთნელი: პრინტანტი
სენტ ეტიენი: რუფიე, ბრისონი, კლერკი, სალი, კატერინე, კლემენტი, ნ’გუემო, ჰამუმა (პაკე 82), დიომანდე (კორნეტი 86), ერდინგი (ვან ვოლფსვინკელი 57), გრადელი
მთავარი მწვრთნელი: გალტიე
გოლები: 1:0 აიტი (84)
მთავარი მსაჯი: ლენო
გაფრთხილება: დიაკიტე (35), დანიკი (58), პალმიერი (82), ჰამუმა (82), კონი (87), ვან ვოლფსვინკელი (90+2)
ლორიენი – ბორდო 0:0
ლორიენი, “ლე მუსტოირი”
ლორიენი: ლეკომტე, პედრინიო, კონე, ბელუგუ, ლაუტოა, მოსტეფა, მესლუბი, აბდულაჰი (ბართელმე 66), ფილიპოტე (გერეირო 79), ნდონგი, აიუ
მთავარი მწვრთნელი: რიპოლი
ბორდო: კარასო, კონტენტო, პალოისი, იამბერე, პლასილი, ფუბერტი (გუიბერტი 10 ), შანტომი, ჰაზრი (ტელინი 76), სერტიჩი, საივე (კრიველი 90+2 ), როლანი
მთავარი მწვრთნელი: სანიოლი
მთავარი მსაჯი: ფუტრელი
გაფრთხილება: საივე (73)
ნიცა – კაენი 1:1 (1:1)
ნიცა, “ალიანს რივიერა”
ნიცა: ჰასენი, ჟენევოსი, პუელი, ამავი, ბოდმერი, დიგარდი, ედუარდო (ჰონორატი 78), მენდი, პლეა, ბუტეკი (ჰალტი 83), ბოსეტი (ეისერიკი 57)
მთავარი მწვრთნელი: პუელი
კაენი: ვერკუტრი, და სილვა, იმორუ, აპია, ადეოტი, სუბე, ბენეზეტი (ლემარი 72), კანტე, პრივატი (სალა 89), კოიტა, ნანგისი
მთავარი მწვრთნელი: გარანდე
გოლები: 0:1 ბენეზეტი (15), 1:1 ედუარდო (41)
მთავარი მსაჯი: კალტი
გაფრთხილება: ამავი (82), ჰონორატი (88), აპია (90+2)
გინგამი – რეიმსი 2:0 (0:0)
გინგამი, “სტად დე რუდურუ”
გინგამი: ლოსლი, ლემაიტრე, სორბონი, ბაკა, კერბრატი, მარვუა (მატისი 79), დიალო, სანჰარე, ბივუ (ჟირესი 90), პაიე (კარდი 85), მანდანე
მთავარი მწვრთნელი: გურვენეკი
რეიმსი: აგასა (პლასიდე 46 ), ფოფანა, უებერ, რობერჟე, მანდი, ოლბეკი (მუკანჯო 73), ონიანუ, ნ’გოგი, დიეფო, ფორტესი, შარბონერი (მფულუ 56)
მთავარი მწვრთნელი: გეგანი
გოლები: 1:0 ბივუ (პენ 62), 2:0 მანდანე (90+4)
მთავარი მსაჯი: კასტრო
გაფრთხილება: პლასიდე (60), კარდი (87)
მონპელიე – რენი 0:0
მონპელიე, “სტად დე ლა მოსონი.”
მონპელიე: ჟურდრენი, კონგრე, ჰილტონი, ელ კუტარი, საიჰი (მარვუა 79), ლასნე, დაბო, მარტინი (ტიენე 74), ბარიოსი (კამარა 61), მუნიე, ბერიგუდი
მთავარი მწვრთნელი: კურბისი
რენი: კოსტილი, არმანდი, დიანე, მექსერი, მ’ბენგუ, ფერნანდესი, ანდრე, ენრიკე (გროსიცკი 63), დუკურე (ჰაბიბუ 90+4), ტოივონენი, ნტეპი
მთავარი მწვრთნელი: მონტანიე
მთავარი მსაჯი: შნეიდერი
გაფრთხილება: ბერიგუდი (31)
გაძევება: ჰილტონი (90+1)