ფეხბურთი

0:46 | 3.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

სკუდეტო ისევ შავ-თეთრია
ტურინში 33-ე, ქაღალდზე 31-ე!

31-ე სკუდეტო! ტურინის “იუვენტუსი” 2014-2015 წლების სეზონის იტალიის ჩემპიონია. ზედიზედ მეოთხე, ჯამში 31-ე (თუ “იუვეს” ქომაგებს და თავად “იუვენუტუსის” წევრებს დავუჯერებთ 33-ე) და მასიმილიანო ალეგრისთვის პირველი ტურინული სკუდეტო.

ფაქტია, რომ ოფიციალურად “ვეკია სინიორამ” საკუთარი ქვეყნის უძლიერესი გუნდის წოდება ოცდამეთერთმეტედ ირგუნა, ტურინში კი 33-ე სკუდეტოს ზეიმობენ – ასეთი უცნაური ქვეყანაა იტალია...

“იუვენტუსს” ჩემპიონობის გასაფორმებლად გენუის “სამპდორიასთან" მატჩში ერთი ქულაც ჰყოფნიდა, თუმცა “ბებერმა ქალბატონმა” ქულა არ იკმარა და შინ სამი ქულით ხელდამშვენებული დაბრუნდა და ახლა შეუძლია ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალისთვის მშვიდად მოემზადოს, თანაც ტურინელებს “რეალთან” თამაშის წინ ჩინებული განწყობა შეექმნათ.

მატჩის ბედი კი 32-ე წუთზე გადაწყდა. სტეფან ლიხშატინერის კარგ ჩაწოდებას ჩილელი არტურო ვიდალი შორეულ ძელთან გამოეხმაურა და დიაგონალური თავური დარტყმით სკუდეტოს გასაფორმებელი გოლი გაიტანა. “იუვენტუსი” უახლოეს მდევარ “ლაციოს” 17 ქულით უსწრებს, ქულათა ამ რაოდენობის აღმოფხვრა კი რომაულ გუნდს ახლა უკვე აღარ ხელეწიფება.

“იუვეს” გაჩემპიონებამ ტურის მეორე შეხვედრა, რომელშიც “სასუოლომ” “პალერმო” მიიღო მთლიანად დაჩრდილა. თუმცა თავად თამაშიც ისეთი გამოდგა, სკუდეტოს მფლობელის გამოვლენის გარეშეც რომ დაიჩრდილებოდა. რეჯიო ემილიაში უმოტივაციო გუნდები უგოლოდ გაიყარნენ.

“სამპდორია” – “იუვენტუსი” 0:1 (0:1)

გენუა, “მარასი”

მაყურებელი: 21.000

“სამპდორია” (4-3-1-2): ვივიანო; დე სილვესტრი, სილვსტრე, რომანიოლი, მესბა (რეჯინი 36); ობიანგი (დანკანი 73), პალომბო, სორიანო; რიცო (ბერგესიო 54); მურიელი, ეტო’ო

მწვრთნელი: სინიშა მიხაილოვიჩი

“იუვენტუსი” (4-3-1-2): ბუფონი; ლიხშტაინერი, ბარძალი, ბონუჩი, პადოინი; ვიდალი, მარკიზიო, სტურარო; პერეირა (კიელინი 73); ტევესი (მორატა 72), ლორენტე (კომანი 80)

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

გოლი: 0:1 ვიდალი (32)

გაფრთხილება: ობიანგი (44), დე სილვესტრი (84), სორიანო (87), რომანიოლი (89) – სტურარო (62)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 15 (2) – 15 (5) ბურთის ფლობა: 45%-55% კუთხურები: 4:4 გაფრთხილება: 4:1

მსაჯი: პაოლო ვალერი

“სასუოლო” – “პალერმო” 0:0 (0:0)

რეჯიო ემილია, “მაპეი სთედიუმი”

მაყურებელი: 12.000

“სასუოლო” (4-3-3): კონსილი; ლონგი, აჩერბი, ფონტანეზი (ნატალი 84), პელუზო; კრისბა (ბრიგი 58), მისიროლი, ბიონდინი; ბერარდი, ძაძა, ლაძარევიჩი (სანსონე 58)

მწვრთნელი: ეუსებიო დი ფრანჩესკო

“პალერმო” (3-5-1-1): უიკანი; ვიტიელო, გონსალესი, ტერცი; რისპოლი (ქუაისონი 85), ჩოჩიევი (ბელოტი 62), რიგონი, იაიალო, ლაზაარი (დაპრელა 71); ვასკესი; დიბალა

მწვრთნელი: ჯუზეპე იაკინი

გაფრთხილება: ლაძარევიჩი (54), ძაძა (71) – ტერცი (29), ვიტიელო (35), რიგონი (53)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 5 (2) – 14 (3) ბურთის ფლობა: 42%-58% კუთხურები: 6:6 გაფრთხილება: 2:3

მსაჯი: ივანო პეცუტო

ბომბარდირები: კარლოს ტევესი (“იუვენტუსი”) – 20 გოლი, მაურო იკარდი (“ინტერი”) – 18, ლუკა ტონი (“ვერონა”) – 18, ჟერემი მენეზი (“მილანი”) – 16, გონსალო იგუაინი (“ნაპოლი”) – 15.

0.406837