ფეხბურთი

19:27 | 2.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ზედა ოთხეულში ყველამ მოიგო

შაბათს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის 26-ე ტურის ხუთი მატჩი გაიმართა. საპრიზო ადგილებისთვის მებრძოლი პირველი ოთხეულის გუნდებმა თავიანთი შეხვედრები მოიგეს და სატურნირო ცხრილშიც ცვლილებები არ მომხდარა. ლიდერმა “დილამ” რუსთავში “მეტალურგს” სძლია, ბათუმის “დინამომ” ივანწმინდაში ”ჩიხურას.” “ცხინვალმა” ზედიზედ მეოთხედ გაიმარჯვა, ”სიონთან” მათი შეხვედრა ტურის ყველაზე უხვგოლიანი (3:4) გამოდგა. ისევ გაიტანა ნიკა კაჭარავამ. ეს 21 წლის შემტევის მეექვსე გოლი გახლდათ ბოლო ოთხ მატჩში.

ძალიან დაძაბული გამოდგა “ქართული კლასიკო.” ჯერ ქუთაისელები იგებდნენ, შემდეგ დინამოელები, ქუთათურებმა ვახტანგ კვარაცხელიას გოლით გაათანაბრეს, მაგრამ დამთავრებამდე ოთხი წუთით ადრე ჯაბა ჯიღაურმა გამარჯვებისა გაიტანა.

პარასკევს ქობულეთში “შუქურამ” მოულოდნელად “მერანთან” წააგო. “გურიამ” კი “ზუგდიდს” შინ ხუთი უპასუხო გოლი გაუტანა. დუბლი მიითვალა ლანჩხუთელმა ვილი ისიანმა.

1 მაისი

შუქურა (ქობულეთი) მერანი (მარტვილი) 1:3 (0:1)

0:1 დათა წულაია (38), 0:2 ლაშა ჯღამაია (50), 1:2 თორნიკე თუხარელი (61), 1:3 ვაჟა ქიქავა (90)

გურია (ლანჩხუთი) – ზუგდიდი 5:0 (2:0)

1:0 კობა შალამბერიძე (10), 2:0 ალექსანდრე კოშკაძე (15), 3:0, 4:0 ვილი ისიანი (55, 71), 5:0 ერეკლე კილაძე (75)

2 მაისი

სამტრედიაკოლხეთი (ფოთი) 1:1 (1:0)

1:0 თორნიკე გრიგალაშვილი (43), 1:1 ნიკოლოზ სიჭინავა (65)

სიონი (ბოლნისი) – ცხინვალი 3:4 (1:1)

1:0 ჯაბა უგულავა (15, პენ), 1:1 ბიძინა მახარობლიძე (22), 1:2 ნიკა კაჭარავა (54), 1:3 გიორგი ივანიშვილი (55), 2:3 ჯაბა უგულავა (62,პენ), 2:4 ლაშა შინდაგორიძე (64, პენ), 3:4 დათა სიჭინავა (90)

მეტალურგი (რუსთავი) – დილა (გორი) 0:2 (0:1)

0:1 მიხაილ გორელიშვილი (25), 0:2 ირაკლი მოდებაძე (62)

ჩიხურა (საჩხერე) – დინამო (ბათუმი) 0:1 (0:0)

0:1 ნიკა მგელაძე (52)

დინამო (თბილისი) – ტორპედო (ქუთაისი) 3:2 (1:1)

0:1 გურამ ადამაძე (10), 1:1 ლაშა თოთაძე (40), 2:1 გიორგი პაპუნაშვილი (51), 2:2 ვახტანგ კვარაცხელია (76), 3:2 ჯაბა ჯიღაური (86)

გუნდი

გგ

გმ

+/-

დილა

26

16

6

4

44

20

24

54

დინამო ბთ

26

16

3

7

34

22

12

51

დინამო თბ

26

15

5

6

44

26

18

50

ცხინვალი

26

14

3

9

36

34

2

45

სამტრედია

26

12

6

8

34

23

11

42

ჩიხურა

26

11

6

9

34

30

4

39

გურია

26

9

8

9

30

35

-5

35

ტორპედო

26

8

10

8

34

30

4

34

შუქურა

26

9

7

10

32

35

-3

34

კოლხეთი ფ

26

8

9

9

27

28

-1

33

მერანი

26

8

8

10

23

25

-2

32

ზუგდიდი

26

7

8

11

19

34

-15

29

ზესტაფონი

25

6

8

11

40

46

-6

26

მეტალურგი

26

6

6

14

22

35

-13

24

სიონი

26

6

5

15

25

42

-17

23

ვიტ-ჯორჯია

25

5

4

16

23

36

-13

19

მეგოლეები:

13 - ირაკლი მოდებაძე (დილა)

11 - გიორგი პაპუნაშვილი (დინამო თბილისი)

10 – ჯაბა დვალი (ზესტაფონი/დაჩია)

9 - ოთარ კვერნაძე (ტორპედო), შოთა ლომია (ზუგდიდი), დათა სიჭინავა (კოლხეთი/სიონი),

8 - გიორგი ბერიაშვილი (დინამო ბათუმი), ნიკა კაჭარავა (ცხინვალი)

7 – ნიკოლოზ საბანაძე (დინამო თბილისი/ტორპედო), ნიკა კვეკვესკირი (დილა), თორნიკე მუმლაძე (ჩიხურა), თორნიკე კაპანაძე (სამტრედია), კობა შალამბერიძე (გურია)

შენიშვნა: უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით:

- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

- ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების სხვაობა

- ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატში სტუმრად გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატის განმავლობაში გუნდის მიერ მიღებული – წითელ – ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი – 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

- თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა;

0.112443