იტალიური მედიის ინფორმაციით, “მილანის” ცენტრალურმა ნახევარმცველმა სალი მუნტარიმ შესაძლოა კარიერა ლივერპულის “ევერტონში” განაგრძოს. “კანფეტები” განელი ფეხბურთელის მიმართ ინტერესს იჩენენ, თუმცა უცნობია რამდენს შესთავაზებენ “როსონერის” ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში.
სალის მილანელებთან კონტრაქტი 2016 წლის ივლისამდე აკავშირებს. მიმდინარე სეზონში ნახევარმცველმა 17 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 2014/15 სათამაშო წელს 3.5 მილიონიდან 3 მილიონ ევრომდე დაეცა.