ფეხბურთი

13:24 | 2.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

“იუვე” გენუაში სკუდეტოს წამოსაღებად ჩადის

იტალიის სერია A-ს XXXIV ტურში დიდია ალბათობა იმისა, რომ მიმდინარე სეზონის ჩემპიონი ოფიციალურად გამოვლინდეს. ამისათვის, “იუვენტუსს”, რომელიც გენუაში ჩადის სათამაშოდ, ქულაც ყოფნის. საინტერესო თამაშია ნეაპოლში, სადაც “ნაპოლი” “მილანს” მიიღებს. მეორე ადგილისთვის მებრძოლნი – “ლაციო” და “რომა” შესაბამისად, “ატალანტასთან” და “ჯენოასთან” გაარკვევენ ურთიერთობებს.

“სამპდორია” – “იუვენტუსი”

თარიღი: 2 მაისი, 20:00 საათი

ადგილი: გენუა, “მარასი”

ტურს “სამპდორია” “იუვენტუსის” შეხვედრა გახსნის. “ბებერ ქალბატონს ჩემპიონობის გასანაღდებლად ამ მატჩში ერთი ქულის მოპოვებაც ეყოფა, თუმცა როგორც მატჩის წინ “სამპას” სერბმა თავკაცმა სინიშა მიხაილოვიჩმა განაცხადა, “იუვე” ჩემპიონობას გენუაში ვერ იზეიმებს. რამდენად გამართლდება სინიშას მუქარა ამას საღამოს გავიგებთ. ისე კი, მსიმილიანო ალეგრსი გუნდი ამ თამაშზე მეტად ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახერფაინალზე უნდა ფიქრობდეს, სადაც სამშაბათს მადრიდის “რეალს” ეთამაშება. “სამპდორიას” კი უკვე 5 ტურია არმოუგია ახლა ევროპის ლიგის ზონის მიღმა დარჩენა ემუქრება. სწორედ ამიტომ, მასპინძლებმა მრისხანე მეტოქეს მედგარი წინააღმდეგობა უნდა გაუწიონ.

სავარაუდო შემადგენლობები:

“სამპდორია” (4-3-3): ვივიანო; დე სილვესტრი, სილვესტრე, რომანიოლი, მესბა; ობიანგი, პალომბო, დანკანი; მურიელი, ოკაკა, ეტო’ო

“იუვენტუსი” (3-5-2): ბუფონი; ბარძალი, ბონუჩი, კიელინი; პადოინი, ვიდალი, მარკიზიო, სტურარო, დე ჩელიე; მორატა, ლორენტე

მსაჯი: ვალერი

“სასუოლო” – “პალერმო”

თარიღი: 2 მაისი, 22:45 წუთი

ადგილი: რეჯიო ემილია, “მაპეი სთედიუმი”

დღის მეორე მატჩში “სასუოლო” სიცილიურ “პალერმოს” დაუხვდება. რეჯიო ემილიაში გასამართ შეხვედრას თან არანაირი ინტრიგა არ ახლავს. ორივე გუნდს თავიანთი წინა სასეზონი მიზან-ამოცანები გადაჭრილი აქვთ და ახლა მხოლოდ გულშემატკივრების გასახარებლადღა თუ ითამაშებენ.საინტერესო უნდა იყოს ორი ახალგაზრდა ფეხბურთელის, გუნდის ლიდერების დომენიკო ბერარდისა და პაულო დიბალას დაპირისპირებაც.

სავარაუდო შემადგენლობები:

“სასუოლო” (4-3-3): კონსილი; ბიონდინი, აჩერბი, პელუზო, ლონგი; ტაიდერი, ბრიგი, მისიროლი; ბერარდი, ძაძა, სანსონე

მსაჯი: პეცუტო

“რომა” – “ჯენოა”

თარიღი: 3 მაისი, 14:30 წუთი

ადგილი: რომი, “ოლიმპიკო”

მეორე ადგილისთვის მებრძოლი “რომა”, რომელიც სეზონის წინ სკუდეტოს უმიზნებდა “ჯენოას” მიიღებს. “მგლები” თანაქალაქელ “ლაციოს” ერთი ქულით ჩამორჩებიან და ფეხის დაცდენის უფლება არ აქვთ, თანაც ზურგს უკან რუდი გარსიას შეგირდები “ნაპოლის” სუნთქვასაც გრძნობენ. აღსანიშნავია, რომ სავარაუდო ძირითად შემადგენლობაში ისევ არ ფიგურირებს რომაელთა ლეგენდა ფრანჩესკო ტოტი, რომლის ადგილს ისევ სეიდუ დუმბია დაიკავებს. თავის მხრივ, “ჯენოა” ბოლო დროს კარგად გამოიყურება და ევროპის ლიგის ზონაში “ფიორენტინას” ადგილი დაიკავა. ჯამპიერო გასპერინის გუნდმა ბოლო ტურში “სან სიროზე” “მილანს” ერთი ამოსუნთქვით მოუგო და ახლა “ოლიმიკოზე” არც “რომას” დაუთმობს რამეს.

სავარაუდო შემადგენლობები:

“რომა” (4-3-3): დე სანკტისი; ფლორენცი, მანოლასი, ასტორი, ტოროსიდისი; ნაინგოლანი, დე როსი, პიანიჩი; იბარბო, დუმბია, ჟერვინიო

“ჯენოა” (3-4-3): პერინი; რონკალია, დე მაიო, იცო; რინკონი, ბერტოლაჩი, კუჩკა, ედენილსონი; იაგო ფალკე, ნიანგი, ბერგდიხი

მსაჯი: დამატო

“ატალანტა” – “ლაციო”

თარიღი: 3 მაისი, 17:00 საათი

ადგილი: ბერგამო, “ატლეტი აძური”

“ლაციო”, რომელსაც მეორე ადგილი აქვს დასაცავი აუტსადერთა შორის მყოფ “ატალანტას” მისსავე მოედანზე ეწვევა. სტეფანო პიოლის გუნდს ტრავმირებული ფეხბურთელების მხრივ სერიოზული დანაკლისი აქვს, ამას კი მიროსლავ კლოზეს დისკვალიიკაციაც ემატება. არადა, ვეტერანი გერმანელი ბოლო ტურებში მოედანს უგოლოდ არ ტოვებდა. ედუარდო რეია კი, რომელიც ადრე “არწივებს” ავარჯიშებდა შეეცდება ელიტაში ადგილი გაინაღდოს. ბერგამოელებმა ბოლო ტურში კონკურენტ “ჩეზენასთან” სასიცოცხლო მნიშვნელობის ქულა მატჩის მიწურურლს მაურისიო პინილიას მორიგი შედევრით მოიპოვეს. ჩილელმა ფორვარდმა წლეულს მეოთხე “მაკრატელა” გაიტანა.

სავარაუდო შემადგენლობები:

“ატალანტა” (4-2-3-1): სპორტიელო; მაზიელო, ბიავა, სტენდარდო, დრამე; ჩიგარინი, მილიაჩო; ძაპაკოსტა, მორალესი, გომესი; პინილია

“ლაციო” (4-3-3): მარკეტი; ბასტა, მაურისიო, სიანი, რადუ; კატალდი, პაროლო, ლულიჩი; კანდრევა, მაური, ანდერსონი

მსაჯი: ორსატო

“ფიორენტინა” – “ჩეზენა”

თარიღი: 3 მაისი, 17:00 საათი

ადგილი: ფლორენცია, “არტემიო ფრანკი”

ცუდ ფორმაში მყოფ გუნდთა თამაშია “არტემიო ფრანკიზე”. “იები” ბოლო დროს იმდენად წარუმატებლად თამაშობენ, რომ მეშვიდე ადგილამდე ჩამოქვეითდნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ “ფიორენტინა” შესაძლოა გაისად ევროსარბიელს მიღმა დარჩეს, ეს კი ფლორენციელთა კმაყოფილებას აშკარად ვერ გამოიწვევს. “ჩეზენას” თუ არგავარდნა სწადია ეს თამაშის არათუ არ უნდა წააგოს, არამედ უცილობლივ უნდა მოიგოს კიდეც, თუმცა რამდენად შესწევს დომენიკო დი კარლოს გუნდს ამის შნო და უნარი კვირა საღამოს გვეცოდინება.

სავარაუდო შემადგენლობები:

“ფიორენტინა” (4-3-3): ნეტო; რიჩარდსი, სავიჩი, ბასანტა, პასკუალი; კურტიჩი, ბადეი, ბორხა ვალერო; ილიჩიჩი, ჯილარდინო, ვარგასი

“ჩეზენა” (4-3-1-2): ალიარდი; პერიკო, კაპელი, კრაინჩი, რენძეტი; კარბონერო, კაშონე, ჯორჯი; ბრიენცა; დეფრელი, როდრიგესი

მსაჯი: დოვერი

“ინტერი” – “კიევო”

თარიღი: 3 მაისი, 17:00 საათი

ადგილი: მილანი, “სან სირო”

მილანის “ინტერს” ევროპის ლიაგზე გასვლის შანსი ჯერ კიდევ აქვს. რობერტო მანჩინის გუდნმა ბოლო ხანებში თამაშის ხარისხის გამოასწორა და ქულების დაგროვებაც დაიწყო. წესით, მათ უმოტივაციო “კიევოს” ძლევა არ უნდა გაუძნელდეთ, მიუხედავად იმისა, რომ “მფრინავი ვირები” ბოლო ტურებში იმაზე უკეთ თამაშობენ, ვიდრე ეს მათგან იყო მოსალოდნელი. მასპინძლეთა არგენტინელ ფორვარდ მაურო იკარდის ცალკე ამბიციები აქვს – იგი საუკეთესო ბომბარდირთა დავაშია ჩართული და ვერონელთათვის გატანას აუცილებლად ეცდება.

სავარაუდო შემადგენლობები:

“ინტერი” (4-3-1-2): ჰანდანოვიჩი; სანტონი, რანოკია, ვიდიჩი, ჟაუნ ჟესუსი; გუარინი, მედელი, კოვაჩიჩი; ერნანესი; პოდოლსკი, იკარდი

“კიევო” (4-4-2): ბიძარი; სკელოტო, დაინელი, ცეზარი, ფრეი; ბირსა, იცკო, რადოვანოვიჩი, ჰეტემაი; მეჯორინი, პალოსკი

მსაჯი: გუიდა

“ვერონა” – “უდინეზე”

თარიღი: 3 მაისი, 17 საათი

ადგილი: ვერონა, “ბენტეგოდი”

მეორე ვერონული გუნდი “ჰელასი” სახლში “უდინეზეს უმასპინძლებს. არცერთ გუნდს გავარდნა არ ემუქრება, გასაკვირი არაა, რომ ვერც ევროტურინერებზე გასვლისთვის იბრძვიან, შესაბამისად “მარკ ანტონიო ბენდეგოტიზე” მშვიდი თამაში უნდა გამოდგეს. ლუკა ტონი იკარდისა არ იყოს კაპოკანონეირეს ტიტულს უმიზნებს, თანაც ახმახი იტალიელი უკვე ტურებია მოედანს უგოლოდ არ ტოვებს.

სავარაუდო შემადგენლობები:

“ვერონა” (3-5-2): ბენუსი; მარკეში, მარკესი, მორასი; სალა, ობადი, ტაკჩიდისი, გრეკო, პიზანო; ლოპესი, ტონი

“უდინეზე” (4-3-2-1): კარნეზისი; ვიდმერი, დანილო, ბუბნიჩი, პირისი; ალანი, პინცი, გილერმე; კონე, ბრუნო ფერნანდესი; ტერო

მსაჯი: ჩერველერა

“ნაპოლი” – “მილანი”

თარიღი: 3 მაისი, 22:45 წუთი

ადგილი: ნეაპოლი, “სან პაოლო”

კვირის სათამაშო დღე ნეაპოლში დასრულდება. “ნაპოლი”, რომელმაც ბოლო ტურში “ემპოლისგან” მწარე ალიყური იგემა, რეაბილიტირებას თავისი ქომაგების წინაშე ეცდება. მეტოქეც შესაბამისი ჰყავს. რაფაელ ბენიტესის გუნდს მესამე ადგილთან 5 ქულიანი ჩამორჩენა აქვს აღმოსაფხვრელი, რაც საკმაოდ რთული გასაკეთებელი უნდა იყოს. ალბათ ის დროა, “აძურიმ” სრული კონცნტრაცია ევროპის ლიგაზე გადაიტანოს, სადაც ნახევარფინალში გასული. “როსონერი” კი უკვე თავის თავს აღარ ჰგავს. ფილიპო ინძაგის შესაძლო გათავისფლებაზე აქტიურად იწერება. ბოლო ტურში, “ჯენოასთან” მატჩისას “მილანის” ტიფოზებმა ტრიბუნებზე საპროტესტო ბანერები მრავლად გადმოფინეს. ყველა სიკეთესთან ერთად შავ-წითლებს ლიდერი ჟერემი მენეზი დააკლდებათ, რომელის ოთხ მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა.

სავარაუდო შემადგენლობები:

“ნაპოლი” (4-2-3-1): ანდუხარი; მაჯო, ალბიოლი, ბრიტოსი, გულამი; ლოპესი, ინლერი; კალეხონი, ჰამშიკი, ინსინიე; იგუაინი

“მილანი” (4-3-3): დიეგო ლოპესი; დე შილიო, რამი, ალექსი, ანტონელი; ვან გინკელი, დე იონგი, პოლი; ჰონდა, პაცინი, ბონავენტურა

მსაჯი: მაცოლენი

“კალიარი” – “პარმა”

თარიღი: 4 მაისი, 22:45 წუთი

ადგილი: კალიარი, “სანტ ელია”

ორშაბათს ერთი თამაში შედგება და მასში მონაწილობას უკვე გავარდნილი “პარმა” და გასავარდნად განწირული “კალიარი” მიიღებენ. კარგა ხნის წინ გაკოტრებულ ემილიელბს, რომ გავარდნისგან არაფერი იხსნიდათ ეს ნათელი დიდი ხანია იყო, მაგრმ სარდინიელებისგან ასეთი სუსტი სპარეზობა მაინც მოულოდნელი გახლდათ. კუნძულელებს მთავარი მწვრთნელი მიმდინარე სეზონში ოთხჯერ შეეცვალათ, რაც ყველაფერზე ნათლად მიუთითებს.

სავარაუდო შემადგენლობები:

“კალიარი” (4-3-1-2): ბრკიჩი; პიზანო, დიაკიტე, ჩეპიტელი, აველარი; დესენა, ეკდალი, ჟოაო პედრო; მპოკუ; კოპი, ფარიასი

“პარმა” (3-5-2): იაკობუჩი; მენდესი, კოსტა, ფედალი; ვარელა, მაური, ხორკერა, ნოჩერინო, გობი; კოდა, გეძალი

მსაჯი: ირატი

“ტორინო” – “ემპოლი”

თარიღი: 6 მაისი, 22:45 წუთი

ადგილი: ტურინი, “ოლიმპიკო”

34-ე ტური კი ოთხშაბათს, “ტორინოსა” და “ემპოლის” მატჩით დასრულდება. ტურინული გუნდი შარშანდელივით კარგად თამაშობს და ევროპის ლიგაზე გაღწევის შანსი ზედიზედ მეორედ აქვს. ყველაფერთან ერთად, ჯამპიერო ვენტურას დამოძღვრილი ბიჭების თამაშის ყურება საყურებლადაც სასიამოვნოა, რაც ამ გუნდის მიმართ დამოკიდებულებას ნეიტრალურ გულშემატკივარში უფრო ამაღლებს. იგივეს თამქა თავისუფლად შეიძლება “ემპოლიზე”, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ტოსკანელები ევროსაგზურებზე პრეტენზიას ვერ აცხადებენ. მაურიციო სარის გუნდს ადგილის ოფიციალურად შესანარჩუნებლად ერთადერთი ქულის მოპოვება სჭირდება, თუმცა ვინძლო ეს ერთი ქულაც არ გახდეს საჭირო. ქართველი ლევან მჭედლიძე იტალიელი ჟურნალისტების ვარაუდით, თამაშს თადარიგიდან დაიწყებს.

სავარაუდო შემადგენლობები:

“ტორინო” (3-5-2): პადელი; მაკსიმოვიჩი, გლიკი, მორეტი; პერესი, ბენასი, გაცი, ელ კადური, დარმიანი; მაქსი ლოპესი, კვალიარელა

“ემპოლი” (4-3-1-2): სეპე; ჰისაი, რუგანი, ბარბა, მარიო რუი; ვესინო, ვალდიფიორი, კროჩე; საპონარა; პუჩიარელი, მაკარონე

მსაჯი: ტომაზი

თეგებისერია A
0.168688