მადრიდის “რეალისა” და ესპანეთის ნაკრების მცველმა სერხიო რამოსმა უეფას ოფიციალურ ვებგვერდთან საუბარში თავისი მოსაზრებით, ყველა დროის ხუთკაციანი გუნდი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ რამოსის საუკეთესო ხუთეულში მეკარისთვის ადგილი ვერ გამოიძებნა.
პირენელმა უკანახაზელმა არჩევანი შემდეგ ფეხბურთელებზე შეაჩერა:
პაოლო მალდინი (იტალია), ფერნანდო იერო (ესპანეთი), კლაუდიო კანიჯა (არგენტინა), რივალდო (ბრაზილია), რონალდო (ბრაზილია).
https://www.youtube.com/watch?v=j5vfpWDbCqo