ფეხბურთი

18:03 | 1.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

გაიას საგა დასრულდა

ესპანური “მარკას” ინფორმაციით, ესპანეთის 21-წლამდელთა ნაკრების მცველი ხოსე ლუის გაია “ვალენსიას” შეუთანხმდა და კლუბთან ახალ 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა კი 50 მილიონი ევრო იქნება.

გაიას საგა მას შემდეგ დაიწყო, რაც ევროპულმა გრანდებმა ფეხბურთელის მიმართ დიდი ინტერესი გამოიჩინეს, მათ შორის ყველაზე აქტიური მადრიდის “რეალი” გახლდათ.

გაია “ღამურების” მთავარ გუნდში სარეზერვოდან მიმდინარე სეზონის დაწყებამდე დააწინაურეს. ხოსემ იმედები გაამართლა და “ვალენსიას” ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი გახდა, მისი სატრანსფერო ღირებულება 2.5 მილიონი ევროდან 15 მილიონამდე გაიზარდა.

გაია მოედანზე საშუალოდ 84 წუთს ატარებს. მიმდინარე სეზონში 19 წლის მცველმა 32 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.115076