ფეხბურთი

17:09 | 1.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

შნეიდერლინისთვის სეზონი დასრულდა

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების და “საუთჰემპტონის” ნახევარმცველმა მორგან შნეიდერლინმა “ტოტენჰემის” წინააღმდეგ გამართულ პრემიერლიგის 34-ე ტურის შეხვედრის დროს მუხლის დაზიანება მიიღო და 90-ე წუთზე შესაცვლელი გახდა. როგორც გამოკვლევებმა ცხადყო, მიმდინარე სეზონი ფეხბურთელისთვის დასრულდა.

აღნიშნული ინფორმაცია “წმინდანების” თავკაცმა რონალდ კუმანმაც დაადასტურა: “მორგანს მარცხენა ფეხის მყესები დაუზიანდა და სეზონის დარჩენილ ნაწილს გამოტოვებს. გუნდში შნეიდერლინი საკვანძო ფიგურა გახლდათ და მისი დაკარგვით იმედგაცრუებულნი ვართ. ეს მუხლის ტრავმაა, ხუთი თვე აღდგენას არ დასჭირდება, მაგრამ 4 ან 5 კვირა უქმად ყოფნა ფრანგს მაინც მოუწევს.”

მიმდინარე სეზონში ფრანგმა ფეხბურთელმა ინგლისური გუნდის მაისურით 30 შეხვედრა ჩაატარა, გაიტანა 5 გოლი და 1 საგოლე გადაცემაც შეასრულა.

0.124365