ფეხბურთი

14:27 | 1.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბრაიდამ პოგბა და დარმიანი დაადასტურა

კატალონიის “ბარსელონას” იტალიელმა სპორტულმა დირექტორმა არიედო ბრაიდამ იტალიურ გამოცემა “ტუტოსპორტს” განუცხადა, რომ მომავალ ზაფხულს “კამპ ნოუზე” პოლ პოგბას გადაყვანას ნამდვილად შეეცდება. იმავდროულად მან ისიც აღიარა, რომ “ბლაუგრანას” “ტორინოს” მცველი მატეო დარმიანიც აინტერესებს.

“ჯუზეპე მაროტა ჩემი მეგობარია, ჩვენ გვქონდა პოგბას შესახებ საუბარი. პოგბა ნამდვილი ჩემპიონია და ძალიან მოგვწონს, მის ყიდვას ერთი წლის შემდეგ ნამდვილად ვეცდებით.

მატეო დარმიანი? – მატეოთი დაინტერესებულნი ვართ. მიმდინარე სეზონში მან უდიდესი პროგრესი განიცადა და წინ დიდი ნაბიჯი გადადგა.

“ბაიერნი”? – თანაბარი შანსები გვაქვს. მიუნხენელები ძალიან ძლიერები არიან, მაგრამ ჩვენც არანაკლებნი. რაც მთავარია, მხოლოდ მესი არ გვყავს”, - ამბობს ბრაიდა.

ბოლო დროს პოგბას “ბარსაში” გადაბარგების შესახებ ხშირად იწერებოდა, თუმცა კატალონიურ გუნდს 2016 წლამდე ტრანსფერების განხორციელების უფლება არ აქვს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117311