ინგლისური მედიის ინფორმაციით, მცველი ფილ ჯონსი და შემტევი ეშლი იანგი “მანჩესტერ იუნაიტედთან” კონტრაქტს მიმდინარე წლის ზაფხულში გაახანგრძლივებენ. ორივე ფეხბურთელს კლუბთან ხელშეკრულების ვადა 2016 წლის ივლისამდე აქვს.
ჯონსი და იანგი “წითელი ეშმაკების” რიგებში 2011 წლიდან ასპარეზობენ. მცველმა მანჩესტერელთა რიგებში ჩატარებულ 125 მატჩში 5 გოლი გაიტანა, იანგმა კი 111 შეხვედრაში თავი 13-ჯერ გამოიჩინა.