ჩემპიონთა ლიგის მოახლოვებულ ნახევარფინალური მატჩის წინ, “ბაიერნის” ნახევარმცველმა, ესპანელმა ჩაბი ალონსომ, გუნდის შანსზე “ და ბარსელონას” სიძლიერეზე ისაუბრა.
“ბარსელონა” ფავორიტია, მაგრამ მათ ეს მინდორზე უნდა დაამტკიცონ. “ბარსას” შეტევის სამეული ძალიან ძლიერია. ჩემი აზით, უფრო მნიშვნელოვანი იქნება, მათ უკან მდგომი ნახევარმცველები როგორ ითამაშებენ. კატალონიაში “ბარსელონას” წინააღმდეგ თამაში ყოველთვის რთულია, როცა “რელში” ვთამაშობდი, კატალონიაში თამაში სხვანაირად ემოციური და რთული იყო. ფინალში რომ “რეალს” შევხვდეთ, ძალიან კარგი იქნება და ამის რეალური შანსი არსებობს”, - განაცხადა ალონსომ.
ჩემპონთა ლიგის ნახევარფინალურ მატჩში 6 მაისს “ბარსელონა” შინ “ბაიერნს” დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.