კალათბურთი

14:37 | 30.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ლავი ოთხიდან ექვს კვირამდე ვერ ითამაშებს

“კლივლენდ კავალიერსის” ფორვარდმა კევინ ლავმა მარცხენა მხარზე ოპერაცია გაიკეთა და წინასწარი მონაცემებით, 4-დან 6 კვირამდე გამოტოვებს.

ლავი ნბა-ს პლეი-ოფში კარიერაში პირველად თამაშობდა, თუმცა, “ბოსტონ სელტიქსთან” მოგებული სერიის (4:0) ბოლო მატჩში კელი ოლინიკთან ორთაბრძოლისას ტრავმა მიიღო. სხვათა შორის, იმ ეპიზოდში ლიგის ხელმძღვანელობამ დამნაშავედ ბოსტონელი კალათბურთელი მიიჩნია და მას ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცა.

მიმდინარე პლეი-ოფში ლავის საშუალო მონაგარი 18.3 ქულა გახლდათ, ამდენად, კლივლენდელებს მისი არყოფნა ძალიან დაეტყობათ.

0.121176