კალათბურთი

14:27 | 30.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

კორვერს დუმარსის სახელობის პრიზი ერგო

“ატლანტა ჰოუქსის” მცველი კაილ კორვერი ჯო დუმარსის სახელობის პრიზის მფლობელი გახდა. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ჯილდო ყოველი სეზონის შემდეგ, იმ კალათბურთელს გადაეცემა, რომელიც ჩემპიონატის განმავლობაში მოედანზე ღირსეული ქცევით გამოირჩეოდა.

კორვერი “ჰოუქსის” მხრიდან ამ პრიზის პირველი მფლობელი გახდა. მასთან ერთად ფინალურ ექვსეულში ამირ ჯონსონი (“ტორონტო”), პაუ გასოლი (“ჩიკაგო”), ნიკ კოლისონი (“ოკლაჰომა სიტი”), ჯერემი ლინი (“ლეიკერსი”) და ენტონი დევისიც (“ნიუ ორლეანი”) იმყოფებოდნენ.

ისიც სათქმელია, რომ ყველა ჩამოთვლილი კალათბურთელის სახელით, ნბა-ს ხელმძღვანელობა ქველმოქმედებისთვის 5 ათას დოლარს გაიღებს.

0.11919