როგორც Sun იუწყება “მარსელის” მთავარი მწვრთნელი შესაძლოა პატრიკ ვიეირა გახდეს. 38 წლის ფრანგი “მანჩესტერ სიტის” სარეზერვო გუნდს წვრთნის. გავრცელებული ინფორმაციით ინგლისურ კლუბში ვიეირას მანუელ პელეგრინის შემცვლელადაც მოიაზრებენ.
მარსელო ბიელსას გუნდი კრიზისშია, “მარსელმა” ლიგა 1-ში ზედიზედ ოთხი მატჩი დათმო, ჩემპიონობის შანსი დაკარგა, სამეულს კი ხუთი ქულით დაშორდა, რასაც არგენტინელის გათავისუფლების შესახებ საუბრები მოჰყვა.
პატრიკ ვიეირა 2011 წლიდან “მანჩესტერ სიტიში” მუშაობს. მისი სამწვრთნელო კარიერა კი 2013 წელს დაიწყო, როცა “სიტის” სარეზერვო გუნდის მთავარი მწვრთნელი გახდა. მას შემდეგ იკავებს აღნიშნულ პოსტს.