იტალიის სერია A-ს XXXIII ტურის შემდგომ სატურნირო ცხრილის მოწინავე პოზიციებზე ცვლილებები არ მომხდარა. სამეულის წარმომადგენლებმა თავიანთი შეხვედრების მოგება მოახერხეს. მიმდინარე სეზონის პირველი ოფიციალური შედეგი კი გასავარდნ ზონაში გახდა ცნობილი – მომდევნო სეზონში “პარმა” ქვედა ლიგაში იასპარეზებს.
ტურინში გულის სიღრმეში ჩემპიონობის გასაფორმებლად ემზადებოდნენ. ეს იმ შემთხვევაში მოხდებოდა თუ “ლაციო” თავის შეხვედრას ვერ მოიგებდა, მაგრამ რომაულმა გუნდმა ამჯერზე იმარჯვა. “იუვემ” კი ფლორენციის “ფიორენტინას” ლამაზ შეხვედრაში აჯობა. თავიდან გონსალო როდრიგესის პენალტით “იები” დაწინაურდნენ. აღსანიშნავია, რომ “ვიოლამ” წლეულს თერთმემეტრიანი პირველად გაიტანა. “ბებერი ქალბატონი” ჩამორჩენას არ შეუშინებია და წინ გასვლა ანტრაქტამდე შეძლო. ჯერ ფერნანდო ლორენტემ ჩვეულ სტილში, თავით იხეირა, ხოლო ზედ ტაიმის ბოლო წუთზე კარლო ტევესმაც გაიტანა. 67-ე წუთზე “ფიორენტინას” გათანაბრების შანსი მიეცა – გონსალო როდრიგესმა მეორე თერთმეტრიანი ჯიჯი ბუფონის კარის ჩარჩოში ვერ მოახვედრა. გამოსარჩევია, რომ ორივე პენალტი ფლორენციელთა ესპანელმა ლეგიონერმა ხოაკინმა გამოიმუშავა. ვერგატანილი თერთმეტმეტრიანის გამო “იუვემ” მეტოქე სამ წუთში დასაჯა. კარლოს ტევესმა დუბლი გაიფორმა და ბომბარდირთა დავაში პოზიცია კიდევ უფრო გაიმაყარა. ერთადერთი რაც დარჩენილ დროში ტოსკანელებმა მოახერხეს ეს იოსიპ ილიჩიჩის გოლი იყო, რომელიც სლოვენიელმა საჯარიმო დარტყმის შედეგად გაიტანა – 3:2. ახლა “იუვენტუსს” 2 მაისს, “სამპდორიასთან” მატჩში სკუდეტოს ოფიციალურად გასაფორმებლად ქულის მოპოვებაღა სჭირდება. ვინჩენცო მონტელას გუნდი კი ამ მარცხის შემდეგ ევროპის ლიგის ზონიდან ამოვარდა.
“ფიორენტინას” ადგილი კი “ჯენოამ” დაიკავა, რომელმაც “სან სიროზე” “მილანს” ადვილად აჯობა. ანდრეა ბერტოლაჩის, ტინო კოსტასა და იაგო ფალკეს გოლებს მასპინძლებმა მხოლოდ ფილიპ მექსეს კინკილა გოლით უპასუხეს. ამ მატჩში ყველაზე დასამახსოვრებელი “როსონერის” ქომაგების პროტესტი გახლდათ, რაც ტრიბუნაზე ორიგინალურ განლაგებაში გამოიხატა, წარწერით – BASTA (კმარა).
როგორც ზემოთ ვთქვით, მოიგო რომის “ლაციომ”, რომელმაც “პარმა” 4:0 გაანადგურა. მატჩის ბედი პირველ თხუთმეტ წუთში გადაწყდა, როდესაც მასპინძლებმა სამი გოლი გაიტანეს. თამაშის მიწურულს კი მატჩს წერტილი კეიტა ბალდემ დაუსვა. “ლაციომ” “რომასთან” ერთ ქულიანი უპირატესობა ისევ შეინარჩუნა, ხოლო გაკოტრებული “პარმა” სერია B-ში ოფიციალურად დაქვეითდა.
როგორც იქნა ადვილად მოგება მოახერხა რუდი გარსიას “რომამ”. დედაქალაქელებმა “სასუოლოს” რეჯიო ემილიაში სამ ბურთიანი სხვაობით აჯობეს. მატჩის ბედი პირველივე ნახევარში გადაწყდა, როცა “მგლებმა” ორჯერ იხეირეს.
ზედიზედ მეხუთე მატჩი ვერ მოიგო გენუის “სამპდორიამ”, რომელსაც ახლა უკვე ევროპის ლიგის ზონიდან ამოგდება ემუქრება. ლიგურიელებმა საკუთარ კედლებში “ჰელას ვერონას” ვერ მოუგეს. არადა, ლორენცო დე სილვსტრიმ მეორე ტაიმის დასაწყისში ზღვისპირელები დააწინაურა, მაგრამ ლუკა ტონიმ “სამპას” გამარჯვება არ დააცადა. თავად ვეტერან ფორვარდს კი უკვე 18 გატანილი გოლი დაუგროვდა საუკეთესო ბომბარდირობისთვის ისევ გააფრთებით იბრძვის.
გაისად ისევ იტალიურ ელიტაში ვიხილავთ ვერონას “კიევოს”, რომელმაც ეს საგზური ოფიციალურად “კალიარისთან” მატჩისას დაიბევა. “მფრინავმა ვირებმა” რიკარდო მეჯორინის თამაშის დასაწყისშივე გატანილი გოლით იმარჯვეს. “კალიარის” გავარდნისგან ახლა მხოლოდ სასწაული თუღა იხსნის.
პრინციპულ შევხედრაში, “ჩეზენასთან” სტუმრად გამართულ მატჩში სასურველი ქულა მოიპოვა ბერგამოს “ატალანტამ”. მასპინძლებს არგავარდნისგან თავის დასაღწევად მხოლოდ მოგება აძლევდათ ხელს, მაგრამ დომენიკო დი კარლოს გუნდმა ეს შანსი 82-ე წუთზე დაკარგა, როცა მაურისიო პინილიასგან გოლი გაუშვა. მანამდე პინილიას ერთის გატანაც მოესწრო, ხოლო ემილია-რომანილებს კი ფრანკო ბრიენცასა და კარბონეროს ორი გოლით ეპასუხათ და საბოლოოდ, მატჩის ფრედ, - 2:2 დასრულდა.
ანალოგიური შედეგი და ანგარიში დაფიქსირდა პალერმოში, სადაც ადგილობრივმა გუნდმა და “ტორინომ” იბურთავეს. მასპინძლები ორგზის იგებდნენ, თუმცა ბრუნო პერესმა და მაქსი ლოპესმა ევროპის ლიგის საგზურისთვის მებრძოლ “ხარებს” მნიშვნელოვანი ქულა გადაურჩინეს.
XXXIII ტური ხუთშაბათს, “ემპოლისა” და “ნაპოლის” შეხვედრით დასრულდება.
“მილანი” – “ჯენოა” 1:3 (0:1)
მილანი, “სან სირო”
მაყურებელი: 25.916
“მილანი: (4-3-3): დიეგო ლოპესი; აბატე, რამი, მექსე, დე შილიო (დესტრო 81); ვან გინკელი, დე იონგი, ბონავენტურა; ჩერჩი, მენეზი, ჰონდა (პაცინი 54)
მწვრთნელი: ფილიპო ინძაგი
“ჯენოა” (3-4-3): პერინი; იცო, ბურდისო, რონკალია; ედენილსონი, ბერტოლაჩი, რინკონი, ბერგდიხი (ლესტიენი 81); ტინო კოსტა (კუჩკა 60), ნიანგი (ბორიელო 85), იაგო ფალკე
მწვრთნელი: ჯამპიერო გასპერინი
გოლები: 0:1 ბერტოლაჩი (37), 0:2 ტინო კოსტა (49), 1:2 მექსე (66), 1:3 იაგო ფალკე (90, პენ)
გაფრთხილება: მენეზი (30, 72), მექსე (50), აბატე (90) – ედენილსონი (28), ბურდისო (45), ტინო კოსტა (54), იაგო ფალკე (79)
გაძევება: მენეზი (72)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 11 (5) – 17 (10) ბურთის ფლობა: 55%-45% კუთხურები: 7:9 გაფრთხილება: 4:4 გაძევება: 1:0
მსაჯი: პიერო ჯაკომელი
“ჩეზენა” – “ატალანტა” 2:2 (0:0)
ჩეზენა, “დინო მანუცი”
მაყურებელი: 16.000
“ჩეზენა” (4-3-1-2): ალიარდი; პერიკო, კრაინჩი, კაპელი, რენძეტი; კარბონერო (ვოლტა 80), მუდინგაი, კაშონე (ჯორჯი 68); ბრიენცა; სუჩი (როდრიგესი 59), დეფრელი
მწვრთნელი: დომენიკო დი კარლო
“ატალანტა” (4-4-1-1): სპორტიელო; მაზიელო, ბენალუანე, ბელინი, დრამე; გომესი (ბიანკი 75), კარმონა, ჩიგარინი (მილიაჩო 79), ძაპაკოსტა (დ’ალესანდრო 66); მორალესი; პინილია
მწვრთნელი: ედუარდო რეია
გოლები: 0:1 პინილია (50), 1:1 ბრიენცა (56, პენ), 2:1 კარბონერო (71), 2:2 პინილია (82)
გაფრთხილება: მუდინგაი (36), კარბონერო (45), პერიკო (64) – ბენალუანე (59), მილიაჩო (86), კარმონა (88), პინილია (90)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 10 (5) – 15 (6) ბურთის ფლობა: 52%-48% კუთხურები: 2:3 გაფრთხილება: 3:4
მსაჯი: ნიკოლა რიცოლი
“კიევო” – “კალიარი” 1:0 (1:0)
ვერონა, “ბენტეგოდი”
მაყურებელი: 11.000
“კიევო” (4-4-2): ბიძარი; ფრეი, ცეზარი, გამბერინი (დაინელი 69), სკელოტო; ბირსა (ბოტა (66), რადოვანოვიჩი, იცკო, ჰეტემაი; პალოსკი, მეჯორინი (პელისიერი 63)
მწვრთნელი: როლანდო მარანი
“კალიარი” (4-3-1-2): ბრკიჩი; პიზანო, ჩეპიტელი, დიაკიტე, მურუ; ჟოაო პედრო (კონტი 46), ეკდალი, დესენა (ფარიასი 57); მპოკუ; საუ, კოპი (კოსუ 72)
მწვრთნელი: ჯანლუკა ფესტა
გოლი: 1:0 მეჯორინი (11)
გაფრთხილება: სკელოტო (49), ბოტა (88) – ჩეპიტელი (55), ეკდალი (60), კონტი (62), მპოკუ (75), კოსუ (81, 89)
გაძევება: მურუ (84), კოსუ (89)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 10 (5) – 11 (2) ბურთის ფლობა: 49%-51% კუთხურები: 3:6 გაფრთხილება: 2:6 გაძევება: 0:2
მსაჯი: მარკო დი ბელო
“იუვენტუსი” – “ფიორენტინა” 3:2 (2:1)
ტურინი, “იუვენტუს სთედიუმი”
მაყურებელი: 38.000
“იუვენტუსი” (4-3-1-2): ბუფონი; ლიხშტაინერი, ბარძალი, კიელინი, ევრა; მარკიზიო, პირლო (ვიდალი 56), სტურარო (პადოინი 77); პერეირა (ოგბონა 71); ტევესი, ლორენტე
მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი
“ფიორენტინა” (3-5-2): ნეტო; როდრიგესი, სავიჩი, ბასანტა; ხოაკინი, აკვილანი, ბადეი, მატი ფერნანდესი (ბორხა ვალერო 76), ალონსო; სალაჰი (ილიჩიჩი 81), გომესი (ჯილარდინო 72)
მწვრთნელი: ვინჩენცო მონტელა
გოლები: 0:1 როდრიგესი (33, პენ), 1:1 ლორენტე (36), 2:1 ტევესი (45), 3:1 ტევესი (70), 3:2 ილიჩიჩი (90)
გაფრთხილება: ევრა (49) – ნეტო (35), როდრიგესი (38), აკვილანი (76), ჯილარდინო (90)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 12 (5) – 12 (2) ბურთის ფლობა: 50%-50% კუთხურები: 5:9 გაფრთხილება: 1:4
მსაჯი: ლუკა ბანტი
“ლაციო” – “პარმა” 4:0 (3:0)
რომი, “ოლიმპიკო”
მაყურებელი: 32.000
“ლაციო” (4-2-3-1): მარკეტი; ბასტა, სიანი, მაუსრისიო, რადუ (ბრაიფიედი 72); პაროლო, კატალდი; ანდერსონი (კეიტა 64), კანდრევა, ლულიჩი; კლოზე (მაური 79)
მწვრთნელი: სტეფანო პიოლი
“პარმა” (4-2-3-1): მირანტე; კასანი (სანტაკროჩე 61), მენდესი, ლუკარელი, გობი; ლილა, ნოჩერინო; ვარელა, ლოდი (მარიგა 75), პალადინო; ბელფოდილი
მწვრთნელი: რობერტო დონადონი
გოლები: 1:0 პაროლო (10), 2:0 კლოზე (13), კანდრევა (16), 4:0 კეიტა (81)
გაფრთხილება: კლოზე (63) - ბელფოდილი (20), მირანტე (27), ვარელა (30)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 12 (8) – 11 (5) ბურთის ფლობა: 65%-35% კუთხურები: 9:2 გაფრთხილება: 1:3
მსაჯი: ჯანპაოლო კალვარეზე
“პალერმო” – “ტორინო” 2:2 (2:1)
პალერმო, “რენცო ბარბერა”
მაყურებელი: 17.000
“პალერმო” (3-5-2): სორენტინო; ვიტიელო, ანდელკოვიჩი, გონსალესი; რისპოლი, ჩოჩიევი (ბელოტი 69), რიგონი, იაიალო (ბოლცონი 84), ლაზაარი (დაპრელა 82); დიბალა, ვასკესი
მწვრთნელი: ჯუზეპე იაკინი
“ტორინო” (3-5-2): პადელი; ბოვო, სილვა, გლიკი; პერესი, ვივესი, ბენასი (ელ კადური 54), ფარნერუდი, მოლინარო (დარმიანი 80); მარტინესი (მაქსი ლოპესი 59), კვალიარელა
მწვრთნელი: ჯამპიერო ვენტურა
გოლები: 1:0 ვიტიელო (10), 1:1 პერესი (13), 2:1 რიგონი (26), 2:2 მაქსი ლოპესი (60)
გაფრთხილება: ჩოჩიევი (49), რისპოლი (55) – ვივესი (75), სილვა (76), მაქსი ლოპესი (89)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 15 (4) – 14 (4) ბურთის ფლობა: 48%-52% კუთხურები: 8:4 გაფრთხილება: 2:3
მსაჯი: ანდრეა ჯერვაზონი
“სამპდორია” – “ვერონა” 1:1 (0:0)
გენუა, “მარასი”
მაყურებელი: 21.000
“სამპდორია” (4-3-1-2): ვივიანო; დე სილვესტრი, რომანიოლი, მუნიოსი, რეჯინი; დანკანი, ობიანგი, აკქუა; კორეა (ეტო’ო 50); მურიელი (სორიანო 73), ოკაკა (ბერგესიო 58)
მწვრთნელი: სინიშა მიხაილოვიჩი
“ვერონა” (5-3-2): გოლინი; როდრიგესი, პიზანო, სორენსენი (მარტიჩი 56), მარკესი, ბრივიო; გრეკო, ტაკჩიდისი, ვალოტი (კამპანიარო 72); ლოპესი (სავიოლა 76), ტონი
მწვრთნელი: ანდრეა მანდორლინი
გოლები: 1:0 დე სილვესტრი (65), 1:1 ტონი (68)
გაფრთხილება: აკქუა (37, 58), მუნიოსი (81), ობიანგი (81) – ვალოტი (17), სორენსენი (25), ბრივიო (83), როდრიგესი (89)
გაძევება: აკქუა (58)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 18 (6) – 13 (5) ბურთის ფლობა: 57%-43% კუთხურები: 6:8 გაფრთხილება: 4:4 გაძევება: 1:0
მსაჯი: მასიმილიანო ირატი
“სასუოლო” – “რომა” 0:3 (0:2)
რეჯიო ემილია, “მაპეი სთედიუმი”
მაყურებელი: 12.000
“სასუოლო” (3-4-3): კონსილი; აჩერბი, კანავარო, პელუზო; ლონგი, მისიროლი, ბრიგი (ბიონდინი 77), ტაიდერი; სანსონე, ფლორო ფლორესი (ლაზარევიჩი 72), ფლოკარი (ძაძა 53)
მწვრთნელი: ეუსებიო დი ფრანჩესკო
“რომა” (4-3-1-2): დე სანკტისი; ფლორენცი (კეიტა 80), მანოლასი, ასტორი, ტოროსიდისი; ნაინგოლანი, დე როსი, პიანიჩი (იტურბე 86); იბარბო; ჟერვინიო, დუმბია (იანგა-მბივა 68)
მწვრთნელი: რუდი გარსია
გოლები: 0:1 დუმბია (6), 0:2 ფლორენცი (27), 0:3 პიანიჩი (74)
გაფრთხილება: კანავარო (56), ძაძა (57), ტაიდერი (69) - იბარბო (32), დე როსი (33), ასტორი (42)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 6 (5) – 8 (5) ბურთის ფლობა: 49%-51% კუთხურები: 5:2 გაფრთხილება: 3:3
მსაჯი: პაოლო მაცოლენი
ბომბარდირები: კარლოს ტევესი (“იუვენტუსი”) – 20 გოლი, მაურო იკარდი (“ინტერი”) – 18, ლუკა ტონი (“ვერონა”) – 18, ჟერემი მენეზი (“მილანი”) – 16, გონსალო იგუაინი (“ნაპოლი”) – 15.