გერმანიის ქალაქ ვისბადენში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირს (საპრიზო ფონდი 25 ათასი დოლარი) საწყის რაუნდში გამოეთიშა ქალთა შორის საქართველოს პირველი ჩოგანი სოფო შაფათავა.
მე-5 ნომრად განთესილი შაფათავა ბულგარელ დია ევტიმოვასთან 1:6, 7:6 (7:2), 3:6 დამარცხდა.
სოფო და მისი მეწყვილე ბრძოლას აგრძელებენ წყვილთა თანრიგში. შაფათავამ და ბელარუსმა სვიატლანა პირაჟენკამ გერმანელებს – ბრინკმანს და პროესეს 7:6 (7:2), 6:3 მოუგეს და მეოთხედფინალში ჩეხურ დუეტს (კუნჩიკოვა-სტუჩლა) ეთამაშებიან.