ფეხბურთი

19:07 | 29.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ზუმა: “სხვა გუნდების გულშემატკივრებს “ჩელსისი” შურთ”

ლონდონის “ჩელსის” ახალგაზრდა ცენტრალური მცველი კურტ ზუმა მიიჩნევს, რომ მეტოქე გუნდების გულშემტკივრებს “არისტოკრატების” შურთ.

“არსენალსა” და “ჩელსის” შორის გამართული შეხვედრის (0:0) დროს, “მეთოფეების” გულშემატკივრები სკანდირებდნენ: “მოსაწყენი, მოსაწყენი “ჩელსი”. კრიტიკას ჟოზე მოურინიოს გუნდის 20 წლის ფეხბურთელი გამოეხმაურა.

“სხვა გუნდების გულშემატკივრებს ჩვენი შურთ, რადგან მათი კლუბი სატურნირო ცხრილში პირველ ადგილს არ იკავებს.

საუკეთესოსთან მოგება ყველას უნდა. ამიტომ, კონცენტრაცია არ უნდა დავკარგოთ. ახლა ყველაზე მთავარია, არ გავჩერდეთ და ქულების აღება განვაგრძოთ.” – ციტირებს ზუმას სიტყვებს Gოალ-ი.

0.114998