“რეალ სოსიედადის” დამრიგებელი დევიდ მოიესი, რომელიც პრემიერლიგაში 12 წლის განმავლობაში მუშაობდა, ინგლისის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებით უკმაყოფილოა.
“ჩვენ პრემიერლიგის ძალიან სუსტ სეზონს ვუყურებთ. შესაძლოა, ისტორიაში ყველაზე ცუდსაც. პრემიერლიგაში შესანიშნავი ფეხბურთელები და დიდი გუნდები გამოდიან, მაგრამ უყურებ ჩემპიონატს და ამის მტკიცებულებას ვერ ხედავ.
კარგ ფეხბურთელებსა და კარგ გუნდებს ვხედავ, მაგრამ არა ისეთ დაპირისპირებებს, როგორებიც დრე იყო.
მენატრება თუ არა პრემიერლიგა? არა. თუმცა, დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ მოვა დრო და ინგლისში დავბრუნდები.” – განაცხადა მოიესმა.