კალათბურთი

18:28 | 29.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონები სერიაში დაწინაურდნენ, “ჰიუსტონი” კონფერენციის ნახევარფინალშია (+VIDEO)

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის 2 მატჩი გაიმართა. ტეხასურ დერბში “ჰიუსტონ როკეტსი” საკუთარ დარბაზში “დალას მავერიკსს” დაუპირისპირდა. შეხვედრის პირველი მეოთხედი “როკეტსმა” 9-ქულით 31:22 მოიგო, საბოლოოდ 103:94 იმარჯვა და სერიაში 4:1 დააფიქსირა. მატჩში საუკეთესო 28 ქულით და 8 პასით ჯეიმს ჰარდენი გახლდათ. ჰიუსტონი დასავლეთ კონფერენციის ნახევარფინალში “სან ანტონიო” – “კლიპერსის” გამარჯვებულს შეხვდება.

“კლიპერსი” ლოს ანჯელესში “სან ანტონიოსან” 107:111 დამარცხდა . შეხვედრაში გადამწყვეტი მეოთხე პერიოდი აღმოჩნდა, რომელშიც ჩემპიონებმა 29:25 მოიგეს. ლოს ანჯელესელთა მარცხის ერთ-ერთი მთავარ ფაქტორად შეგვიძლია სამქულიანები ჩავთვალოთ. “კლიპერსის” კალათბურთელებმა ჯამში 14-სამქულიანი ესროლეს და მხოლოდ 1 ჩააგდეს. “კლიპერსს” 30 ქულით, 14 მოხსნით, 7 პასით და 4 ჩაჭრით ბლეიკ გრიფინმა ულიდერა, - ხოლო “სან ანტონიოს” 21 ქულით და 11 მოხსნით ტიმ დანკანმა.“სან ანტონიო” სერიაში 3:2 დაწინაურდა, მეექვსე მატჩი 1 მაისს ტეხასში გაიმართება.

“ჰიუსტონ როკეტსი” – “დალას მავერიკსი” 103:94 (31:22, 25:28, 26:25, 21:19)

“ჰიუსტონი”: ჰარდენი (28 ქ. 8 პ.), სმიტი (20 ქ. 8 მ.), ჰოვარდი (18 ქ. 19 მ. 4 ბ.), ჯონსი (15 ქ.), ტერი (5 ქ.), ბრიუვერი (5 ქ.), არიზა (4 ქ. 11 მ.), პრიჯიონი (5 ქ.), კაპელა (2 ქ.)

“დალასი”:ელისი (25 ქ. 7 პ.), ნოვიცკი (22 ქ. 14 მ.), ამინუ (14 ქ. 9 მ.), ჩენდლერი (11 ქ.), ჰარისი (8 ქ.), ვილანუევა (6 ქ.), ბარეა (6 ქ. 9 პ.), სტუდემაიერი (2 ქ.)

https://www.youtube.com/watch?v=rTFF_gLyB-Q

სერია “ჰიუსტონმა” 4:1 მოიგო

“ლოს ანჯელეს კლიპერსი” – “სან ანტონიო სპურსი” 107:111 (27:22, 31:27, 28:29, 25:29)

“კლიპერსი”: გრიფინი (30 ქ. 14 მ. 7 პ. 4 ჩ.), ჯორდანი (21 ქ. 14 მ.), პოლი (19 ქ. 10 პ. 5 მ.), რედიკი (13 ქ.), კროუფორდი (8 ქ.), ბარნსი (7 ქ.), დევისი (7 ქ.), რივერსი (2 ქ.)

“სან ანტონიო”:დანკანი (21 ქ. 11 მ. 4 პ.), ლეონარდი (18 ქ. 9 მ.), ჯინობილი (14 ქ. 6 პ.), პარკერი (13 ქ. 5 მ.), მაილსი (13 ქ.), დიაო (10 ქ. 7 მ.), გრინი (9 ქ.), ბელინელი (8 ქ.), ბონერი (3 ქ.), სპლიტერი (2 ქ.)

https://www.youtube.com/watch?v=5HZ8FDY3_sc

სერიაში ანგარიში 2:3

0.118615