ფეხბურთი

18:08 | 29.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ლოკომოტივის” ექსმწვრთნელი: “ასათიანი ქართველს საერთოდ არ ჰგავდა”
ჯანაშიას 6-ნომრიანი მაისური 9-ნომრიანში აერია

ვლადიმერ ეშტრეკოვმა, რომელიც წლების განმავლობაში მოსკოვის “ლოკომოტივში” იური სიომინის თანაშემწე იყო, ხოლო შემდეგ ის მთავარი მწვრთნელის პოსტზე შეცვალა, “სპორტ-ექსპრესთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ თავის დროზე მალხაზ ასათიანის ცენტრალური მცველის პოზიციაზე დაყენება მისი იდეა იყო.

- თუ მომხდარა ისეთი ფაქტი, რომ მოთამაშე მოგწონებიათ, ხოლო სიომინს მისი დანახვა არ სურდა?

- არა. უბრალოდ, ასათიანთან დაკავშირებულ ეპიზოდს გავიხსენებ. ის გუნდში ნახევარმცველად ავიყვანეთ. თუმცა, ამ ხაზში ისეთი კონკურენცია იყო, რომ დიდი ხნით თადარიგში ყოფნა მოუწია. სიომინს შევთავაზე, რომ მალხაზი ცენტრალური მცველის პოზიციაზე გაგვესინჯა. ორმხრივში დავაკვირდით და არცთუ ცუდი შთაბეჭდილება დატოვა. იგანშევიჩმა ცსკა-სთან კონტრაქტი რომ გააფორმა, მისი ადგილი ასათიანმა დაიკავა. საბოლოოდ კი, მაღალი დონის მცველად ჩამოყალიბდა. სხვათა შორის, ის ქართველს საერთოდ არ ჰგავდა. გაწონასწორებული, პასუხისმგებლიანი და შრომისმოყვარე იყო. ნებისმიერ მწვრთნელისთვი ასეთი ფეხბურთელი აღმოჩენაა.

- ზაზა ჯანაშია?

- და ზაზამ რა დააშავა? საუცხოო ბიჭია. მებრძოლი. თუმცა, დრო და დრო კომიკურ სიტუაციაში ხვდებოდა. გუნდში ამას მიეჩვიენ.

- ალბათ, იმას გულისხომბთ მოსკოვის წრიულ გზაზე სამი წრე რომ დაარტყა? ან “ვეფხისტყაოსანს” როგორ ყვებოდა?

- მე გერმანიაში ჩატარებული შეკრება მახსენდება. ამხანაგური მატჩი გვქონდა. სათამაშო ფორმა ყველამ ჩაიცვა და მაისურის გარეშე მხოლოდ ჯანაშია იყო. ოხრავს: “ჩემი 9-ნომრიანი მაისური მოიპარეს...”. ჩუგაინოვი იცინის: “ვის ჭირდებოდა? აი იქ სკამზე დევს”. “ეს ჩემი არაა” - უპასუხა ჯანაშიამ. “რატომ” – ჰკითხა ჩუგაინოვმა. “ ამ მაისურს 6 ნომერი აწერია, ხოლო ჩემსას 9 ნომერი ეწერა”. ჩუგაინოვი შემოტრიალდა: “ზაზა, 6 ნომერი ჩემია, ხოლო ეს 9 ნომერია, მაისური გადააბრუნე”. “ვახ!” – აღმოხდა ჯანაშიას.

- რეკორდული წონა რომლითაც ჯანაშია შვებულებიდან დაბრუნდა?

- 5-6 კილოგრამი ზედმეტი ყოველთვის ჰქონდა. ის ხომ საქართველოში ისვენებდა. იქ კი, თუ ხაჭაპური არა, მაშინ - ფხალი, თუ ლობიო არა, მაშინ – ხინკალი. თავს როგორ შეიკავებ?. თავი მწყობრში შეკრებაზე მოჰყავდა, როდესაც სალათის ფურცლებით იკვებებოდა. ცალკე “დიეტურ” მაგიდასთან არიფულინთან, სმირნოვთან და სოლომატინთან ერთად იჯდა.

0.118932