მიუნხენის “ბაიერნი” ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალურ მატჩებს დიდი დანაკლისით ხვდება. გუშინ, “დორტმუნდთან” გამართულ სათასო დაპირისპირებაში, რომელიც “ბაიერნმა” თერთმეტმეტრიანების სერიაში წააგო, ტრავმები არიენ რობენმა და რობერტ ლევანდოვსკიმ მიიღეს.
სამედიცინო შემოწმების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ რობენს კუნთი აქვს გაწყვეტილი და ის მიმდინარე სეზონში მოედანზე გასვლას ვერ მოახერხებს.
ლევანდოვსკიმ, მეტოქე გუნდის მეკარესთან შეჯახების დროს, ტვინის შერყევა მიიღო და გარდა ამისა, მას სახის არეში მოტეხილობაც აქვს. პოლონელი ფეხბურთელი 6 მაისს “კამპ ნოუზე” თამაშის იმედს გამოთქვამს, მაგრამ მისი ამ მატჩში მონაწილეობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
“დორტმუნდთან” მატჩში ტრავმა მიიღო ტიაგო ალკანტარამაც, მაგრამ როგორც გაირკვა, ესპანელი ნახევარმცველის დაზიანება სერიოზული არაა.