კალათბურთი

22:40 | 28.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბურჯანაძე 2015 წლის ნბა-ს დრაფტზე?

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მსუბუქი ფორვარდი ბექა ბურჯანაძე 2015 წლის ნბა-ს დრაფტში მიიღებს მონაწილეობას. ამ საკმაოდ მოულოდნელ ინფორმაციას პოპულარული DraftExpress-ის რედაქტორი ჯონატან გივონი ავრცელებს.

აი, რას წერს ის თავისი ტვიტერის საშუალებით: “ზაზა ფაჩულიას მამიდაშვილი ბექა ბურჯანაძე, რომელიც 1994 წელს გახლავთ დაბადებული და კომბო-ფორვარდის პოზიციაზე ესპანეთის ლებ-გოლდში თამაშობს, დრაფტზე განაცხადს გააკეთებს”.

ცნობისთვის, ბექამ მიმდინარე სეზონი “ლეიმა ბასკეტ კორუნას” რიგებში გაატარა და საშუალოდ 12.7 ქულას აგროვებდა, რაც მთელს ლიგაში მე-3 მაჩვენებელი იყო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.117861