ფეხბურთი

18:58 | 28.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჟირუ: “მომდევნო სეზონში ჩემპიონობისთვის ვიბრძოლებთ”

ლონდონის “არსენალის” ფრანგი თავდამსხმელი ოლივიე ჟირუ იმედს გამოთქვამს, რომ მისი გუნდი ინგლისის ჩემპიონობისთვის ბრძოლას მომდევნო სეზონში მაინც მოახერხებს.

“შევძლებთ თუ არა მომდევნო სეზონში ჩემპიონობისთვის ბრძოლას? ვფიქრობ, კი.

იმედი მაქვს, ტრავმები ნაკლებად შეგვაწუხებს. თუ დღევანდელ გუნდს შევინარჩუნებთ და ერთ-ორ ფეხბურთელსაც დავიმატებთ, შესანიშნავ სეზონს ჩავატარებთ.

ვიცი, რომ პროგრესი კიდევ შეგვიძლია. ჩემი აქ მოსვლის შემდეგ ამას მუდმივად ვაკეთებთ. ამ ფაქტით ამაყი და კმაყოფილი ვარ.

დარწმუნებული ვარ, რომ ამ შემადგენლობითა და განწყობით ჩემპიონობისთვის ვიბრძოლებთ.” – ციტირებს ჟირუს სიტყვებს Sky Sports-ი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.118187