მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ კლუბის პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს ზაფხულში ფრანგული "პარი სენ ჟერმენის" თანამემამულე ნახევარმცველის, მარკო ვერატის შეძენა მოსთხოვა. ამის შესახებ მადრიდული გამოცემა "მარკა" იუწყება.
ვერატის, რომელსაც თავის ამჟამინდელ გუნდთან კონტრაქტი 2019 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, ბოლო პერიოდში ტურინის "იუვენტუსსაც" უკავშირებდნენ.