ფეხბურთი

17:17 | 28.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ედეგორის დებიუტს “ალმერიასთან” ელიან

მადრიდის “რეალის” 16 წლის შემტევი ნახევარმცველის, მარტინ ედეგორის დებიუტი, შესაძლოა, ხვალ, “ალმერიასთან” გასამართ მატჩში შედგეს.

იმედისმომცემი ნორვეგიელი ფეხბურთელი “რეალს” მიმდინარე წლის იანვარში შეუერთდა. ედეგორი მადრიდელთა საჩემპიონთალიგო განაცხადშიც მოხვდა, მაგრამ პირველი გუნდის მაისურით მას ჯერ არ უთამაშია.

“რეალის” ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ედეგორი პრიმერას 34-ე ტურში “ალმერიასთან” გასამართი მატჩის განაცხადში მოხვდა და არაა გამორიცხული, 16 წლის ამომავალი ვარსკვლავი მოედანზეც ვიხილოთ.

0.122597