ხაბაროვსკის “სკა-ენერგიას”, რომელშიც გოგიტა გოგუა, კახა ალადაშვილი, გუჯა რუხაია და ლაშა იმედაშვილი გამოდიან, მთავარი მწვრთნელი შეეცვალა.
ვალდას ივანაუსკასმა, რომელიც გუნდს 2013 წლიდან ხელმძღვანელობდა თანამდებობა დატოვა. 48 წლის ივანაუსკასი ხაბაროვსკში გადასვლამდე გორის “დილას” წვრთნიდა.
მისი წასვლის მიზეზი გუნდის მიერ რუსეთის საფეხბურთო პირველ დივიზიონში ნაჩვენები არასახარბიელო შედეგია. “სკა-ენერგია” 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-14 ადგილზეა და ბოლო ტურში ხაბაროვსკელებმა სტუმრად ასტრახანის “ვოლგართან” 0:4 წააგეს.
მიმდინარე სეზონის ბოლომდე “სკა-ენერგიას” მთავარი მწვრთნელის მოვალეობას ალექსეი პოდუბსკი შეასრულებს.