დორტმუნდის “ბორუსიას” სპორტულმა დირექტორმა მიხაელ ცორკმა გერმანულ “კიკერთან” საუბრისას განაცხადა, რომ ნახევარმცველის ილქაი გიუნდოგანის მომავალი მალე გაირკვევა.
“გიუნდოგანის სიტუაცია მარტივი არაა, რადგან მას კონტრაქტი კლუბთან 2016 წელს ეწურება. გადაწყვეტილებას მის შესახებ მალე იქნება”, – განაცხადა ცორკმა.
გერმანიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელს ევროპული მედია “მანჩესტერ იუნაიტედს” უკავშირებს და შესაძლოა მომდევნო სეზონიდან პრემიერლიგაში ვიხილოთ. მიმდინარე სეზონში ფეხბურთელმა მხოლოდ 27 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 3 გოლი და 4 საგოლე გადაცემაც შეასრულა.