ფეხბურთი

22:33 | 27.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

დენისი 5 ტურით დასაჯეს

იტალიის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა ბერგამოს “ატალანტას” არგენტინელი თავდამსხმელი ხერმან დენისი ხუთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა, რაც იმას ნიშნავს, რომ სამხრეთამერიკელს გუნდის დახმარება მხოლოდ ჩემპიონატის ბოლო ტურში, “მილანის” წინააღმდეგ გასამართი მატჩისას შეეძლება.

აღნიშნული სასჯელის მიზეზი კი ისაა, რომ დენისმა “ემპოლისთან” დასრულებული მატჩის შემდეგ, მეტოქე გუნდის გასახდელთან ლორენცო ტონელის მუშტი-კრივი გაუმართა. თავის მხრივ, ემპოლელთა მცველი ერთ ტურს გამოტოვებს.

“ატალანტასა” და “ემპოლის” მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა და მეორე გოლი თამაშის ბოლო წუთზე სწორედ დენისმა გაიტანა.

0.138989