ფეხბურთი

15:49 | 27.04.2015 | ნანახია 723 - ჯერ

კარდოსო შესაძლოა “აიაქსში” ვიხილოთ

ჰოლანდიური მედიის ინფორმაციით, პარაგვაის ეროვნული ნაკრების და თურქული “ტრაბზონსფორის” თავდამსხმელი ოსკარ კარდოსო, შესაძლოა მომდევნო სეზონიდან ამსტერდამის “აიაქსში” ვიხილოთ.

ერედივიზიონის გუნდს ევროტურნირებზე გამოცდილი ფორვარდი სჭირდება და სამხრეთამერიკელს “აიაქსი” შესაფერის ფეხბურთელად მიიჩნევს. მიმდინარე სეზონში კარდოსომ თურქული გუნდის მაისურით 37 მატჩში 18 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.

თავდამსხმელი თურქეთში სათამაშოდ გასული წლის ზაფხულში ლისაბონის “ბენფიკადან” გადავიდა და მიუხედავად გატანილი გოლებისა, მისი სატრანსფერო ღირებულება 1 მილიონით დაეცა. ამჟამად მსურველ გუნდს ფეხბურთელის ყიდვა 8 მილიონად შეუძლია.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

17:54 | 27.04.2015
super (8) (1364)

კარგი ფორვარდი რომელსაც ქონდა პოტენციალი გრანდში ეთამაშა და რატო დაეცა ესეე დაბალ დონემდე....?

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.124457