ფეხბურთი

14:35 | 27.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

კოლო ტურე აშშ-ს გზას გაუდგება

კოტდივუარის ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი და ამჟამად “ლივერპულის” მცველი კოლო ტურე შესაძლოა მომდევნო სეზონიდან ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული ჩემპიონატის ბინადარ “ნიუ იორკ რედ ბულსში” ვიხილოთ.

ამერიკული კლუბი 34 წლის მცველს ორწლიან კონტრაქტს სთავაზობს. ჯერჯერობით უცნობია თუ რას გადაწყვეტს აფრიკელი ფეხბურთელი, რომელსაც ხელშეკრულების ვადა სეზონის ბოლოს ეწურება, “მერსისაიდელები” კი კოლოსთვის კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებენ.

მიმდინარე სეზონში ტურემ ჯამში 20 შეხვედრა ჩაატარა და მოედანზე საშუალოდ 71 წუთს ატარებდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113751