ფეხბურთი

13:23 | 27.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

შვაინშტაიგერმა კანის და შოლის რეკორდი გაიმეორა

მას შემდეგ, რაც კვირას “მიუხენგლადბახმა” შინ “ვოლფსბურგი” 1:0 დაამარცხა, “ბაიერნმა” ჩემპიონის ტიტული გაინაღდა. ბავარიელებმა ბუნდესლიგა 24-ედ მოიგეს ("ბაიერნს" ჩემპიონის კიდევ ერთი ტიტული ბუნდესლიგის დაარსებამდეც აქვს მოპოვებული - 1931-32 წლების სეზონში).

“რეკორდმაისტერის” ლიდერი ბასტიან შვაინშტაიგერი კი გერმანიის ჩემპიონი კარიერაში მერვედ გახდა, რითაც მან “ბაიერნის” ლეგენდარული ფეხბურთელების ოლივერ კანის და მეჰმედ შოლის რეკორდი გაიმეორა. მათაც სწორედ რვაჯერ აღუმართავთ “ვერცხლის სინი”.

მიმდინარე სეზონში ბასტიანმა, ტრავმების გამო, გერმანიის ჩემპიონატში მხოლოდ 16 მატჩი ჩაატარა, სადაც 3 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.

შვაინშტაიგერმა ბუნდესლიგა 2002-2003, 2004-05, 2005-06, 2007-08, 2009-10, 2012-13, 2013-14, 2014-15 წლებში მოიგო.

0.114923