იტალიის სერია A-ს XXXII ტურის შემდეგ მეორე-მეოთხე ადგილოსნებს შორის ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა. ჩემპიონმა და ერთპიროვნულმა ლიდერმა კი 20 წლიანი პაუზის შემდეგ დერბი წააგო. გასავარდნ ზონაში ძირეული ცვლილებები არ მომხდარა, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ “კალიარიმ” და “ჩეზენამ” ადგილები ერთმანეთში გაცვალეს.
ტურინული დერბი, დერბი “დელა მოლე” “ტორინომ” ზუსტად 20 წლისა და 17 დღის შემდგომ მოიგო. გარდა ამისა, “ხარებმა” “იუვენტუსთან” კიდევ ერთი არასასიამოვნო ტენდეცია დაარღვიეს – ამ გუნდთა ბოლო 7 მატჩი “ბებერ ქალბატონს” მოეგო.
“ტორინოსთვის” კარგად არც ეს თამაში დაწყებულა და 35-ე წუთზე მდევრის როლში აღმოჩნდა. ეს მთლიანად ანდრეა პირლოს დამსახურება გახლდათ, ვინაც ტრადიციულად დიდებულად შეასრულა საჯარიმო დარტყმა და ახლა მას სერია A-ში 27 გატანილი საჯარიმო დაუგროვდა და რეკორდსმენ სინიშა მიხაილოვიჩს ერთი ჯარიმითღა ჩამორჩება. მიხაილოვიჩთან გატოლება პირლოს 52-ე წუთზე შეეძლო, მაგრამ ამჯერზე მისი დარტყმული ძელმა აისხლიტა. თუმცა ამ ჯარიმამდე მასპინძლებმა გაათანაბრეს – 45-ე წუთზე კარგად მატეო დარმიანმა ითამაშა. იტალიის ნაკრების ფლანგელმა სტუმარი მცველების მოდუნებით ისარგებლა და ჯიჯი ბუფონს ახლო მანძილიდან გაუტანა. აღსანიშნავია, რომ დარმიანი ეპიზოდის საწყის ნაწილში კარში ერთი შეხებით დარტყმას ცდილობდა, მაგრამ საბოლოოდ, ბურთი თავისსავე თავისთვის საჯარიმოში შეგდებული გამოუვიდა. ჯამპიერო ვენტურას გუნდს ისტორიული გამარჯვება კი ყოფილი “იუვენტუსელის”, ფაბიო კვალიარელას გოლმა მოუტანა. 32 წლის თავდამსხმელმა ელ კადურისა და დარმიანის კარგი კომბინაცია ლოგიკური შედეგით დაასრულა. ეს ყველაფერი 57-ე წუთზე მოხდა. “იუვეს” თამაშის გადასარჩენად საკმარისზე მეტი დრო ჰქონდა, გატანაც მართებდა, მაგრამ მასიმილიანო ალეგრის გუნდმა გოლი ვერ გაიტანა და ბოლო ორ საგარეო შეხვედრაში უკვე მეორედ წააგო. უნდა აღინიშნოს, რომ “ტორინომ” მრისხანე მეტოქეს უფრო მეტი მონდომების ხარჯზე აჯობა. “ბიანკონერის” ეტყობოდა, რომ შიდა ჩემპიონატზე ნაკლებად ეფიქრება...
კონკურენტი “რომას” წაფორხილებით ვერ ისარგებლა “ლაციომ” და მეტოქესთან 3 ქულით გასწრების ჩინებული შანსი გაანიავა. “ბიანკოჩელესტე” “სტადიო ოლიმპიკოზე” ვერონას “კიევოსთან” მატჩში საგრძნობ უპირატესობას ფლობდა, მაგრამ მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა და საკუთარ კარშიც ამდენივე გაუშვა. მიროსლავ კლოზეს 45-ე წუთზე გატანილი გოლი, ალბერტო პალოსკიმ ლამაზი გოლით თამაშის დამთავრებამდე 15 წუთით ადრე გაქვითა. ახლა, სტეფანო პიოლის გუნდი “ჯალოროსის” მხოლოდ კინკილა ქულით დაშორდა.
“ლაციოსგან” განსხვავებით სამუელთან დაახლოების შანსი ხელიდან არ გაუშვია “ნაპოლის”. რაფა ბენიტესის გუნდმა “სან პაოლოზე” გენუის “სამპდორიას” ადვილად მოუგო. შეხვედრის პირველი და ბოლო გოლები აქტივში სტუმრებმა ჩაიწერეს, თუმცა შუალედში საკუთარ კარში ერთბაშად ოთხი გოლი მიიღეს. დუბლით გამოირჩა გონსალო იგუაინი, მის გარდა, თავის გამოჩენა მანოლო გაბიდანიმ, ვინაც თავის ყოფილ გუნდს გაუტანა და ლორენცო ინსინიემ მოახერხეს. აღსანიშნავია, რომ მძიმე ტრავმის მოშუშების შემდეგ მოედანზე დაბრუნებულმა ინსინიემ პირველი გოლი გაიტანა და გატანილი ბურთი მეტად ემოციურად აღნიშნა. ნეაპოლიტანური გუნდი “ლაციოს” სამ, ხოლო “რომას” ორ ქულაზე დაუახლოვდა.
როგორც ჩანს შიდა ჩემპიონატზე ხელი საბოლოოდ ჩაიქნია ფლორენციის “ფიორენტინამ”. “იებმა” ამჯერად გასავარდნ ზონაში მყოფ “კალიარისთან” საკუთარ კედლებში უშანსოდ წააგო. დუჟე კოპი დუბლით გაომოირჩა. 75-ე წუთზე ფლორენციაში ზამთარში დაბრუნების შემდეგ სადებიუტო გოლით თავი ალბერტო ჯილარდინომ გამოიჩინა, მაგრამ თამაშის ბოლო წუთზე ფარიასმა ორბურთიანი სტატუსქვო აღადგინა – 1:3. “კალიარიმ” ამ გამარჯვებით 11 მატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა.
კვირის სათამაშო დღე უხვგოლიანი და დრამატული მატჩით დაიწყო. ბერგამოში, “ატალანტამ” და “ემპოლიმ” ერთმანეთს ორ-ორი გოლი გაუტანეს. სტუმრები რიკარდო საპონარასა და მასიმო მაკარონეს გოლებით ორჯერ იგებდნენ, თუმცა მასპინძლებმა პაპუ გომესისა და ხერმან დენისის ზუსტი დარტყმების წყალობით ორჯერვე გაათანაბრეს. დენისმა თავის გუნდს ქულა მსაჯის მიერ კომპესირებულ უკანასკნელ წუთზე გადაურჩინა და ვინძლო ამ ქულით “ატალანტამ” არგავარდნის პრობლემაც საბოლოოდ გადაწყვიტა.
როგორც ჩანს ლუკა ტონის ასაკი ვერაფერს აკლებს. მორიგო ორი გოლი, რომელიც 37 წლის ფორვარდმა ამჯერად “სასუოლოს” გაუტანა. შეხვედრა ტონის “ჰელასმა” 3:2 მოიგო. არადა, მე-18 წუთიდან მოყოლებული კაცნაკლული თამაშობდა, მაგრამ 2006 წლის “ოქროს ბუცის” მფლობელმა თავის გუნდს რიცხობრივი უმცირესობა სულაც არ დაატყო. განსაკუთრებით ლამაზი ტონის მიერ გატანილი მეორე გოლი გამოდგა, როცა ბურთი მეტოქის საჯარიმოდან მოშორებით მიიღო, იმდენი ქნა, რომ საჯარიმოში შევიდა, თანაც სამი მცველი მის წინააღმდეგ ვერას გახდა და მეკარე ანდრეა კონსილის შორეულ კუთხეში გაუტანა.
გენუაში, “ჯენოამ” გასავარდნად განწირული “ჩეზენა” მიიღო და ყოველგვარი ნერვიულობის გარეშე დაამარცხა. პირველ ტაიმში ანდრეა ბერტოლაჩიმ და დიეგო პეროტიმ გაიტანეს. მეორე ნახევარში კი ლეონარდო პავოლეტის გოლს კოლუმბიელმა კარბონერომ პრესტიჟის გოლით უპასუხა – 3:1.
შეჭირვებულმა “პარმამ” საკუთარ მოედანზე სიცილიურ “პალერმოს” ანტონიო ნოჩერინოს 22-ე წუთზე გატანილი ერთადერთი თერთმემეტრიანით აჯობა.
“ატალანტა” – “ემპოლი” 2:2 (1:1)
ბერგამო, “ატლეტი აძური”
მაყურებელი: 14.000
“ატალანტა” (4-2-3-1): სპორტიელო; მაზიელო, სტენდარდო, ბენალუანე (ემანუელსონი 75), დრამე; ჩიგარინი, კარმონა; გომესი (ბიანკი 69), მაქსი მორალესი, ესტიგარიბია (დ’ალესანდრო 69); დენისი
მწვრთნელი: ედუარდო რეია
“ემპოლი” (4-3-1-2): სეპე; ჰისაი, ტონელი, რუგანი, ლაურინი (ბარბა 79); ვესინო, ვალდიფიორი, კროჩე; საპონარა (მარიო რუი 86); მაკარონე, პუჩიარელი (ზიელინსკი 59)
მწვრთნელი: მაურიციო სარი
გოლები: 0:1 საპონარა (41), 1:1 გომესი (43), 1:2 მაკარონე (60), 2:2 დენისი (90)
გაფრთხილება: ბენალუანე (33), ჩიგარინი (61), დ’ალესანდრო (85) – პუჩიარელი (57)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 16 (5) – 22 (10) ბურთის ფლობა: 51%-49% კუთხურები: 8:1 გაფრთხილება: 3:1
მსაჯი: ანჯელო ჩერველერა
“ჯენოა” – “ჩეზენა” 3:1 (2:0)
გენუა, “მარასი”
მაყურებელი: 19.000
“ჯენოა” (3-4-3): პერინი; რონკალია, ბურდისო, დე მაიო; რინკონი, კუჩკა, ბერტოლაჩი, მარკეზე; იაგო ფალკე, პავოლეტი, პეროტი
მწვრთნელი: ჯამპიერო გასპერინი
“ჩეზენა” (4-3-1-2): ალიარდი; ნიკა, ვოლტა, კრაინჩი, ლუკინი; კარბონერო, კაშონე, ზე ედუარდო; ბრიენცა; დეფრელი, ჯურიჩი
მწვრთნელი: დომენიკო დი კარლო
გოლები: 1:0 ბერტოლაჩი (38), 2:0 პეროტი (45, პენ), 3:0 პავოლეტი (53), 3:1 კარბონერო (69)
გაფრთხილება: ბერტოლაჩი (10), პავოლეტი (74) – ვოლტა (12), კაშონე (78), კარბონერო (86)
გაძევება: ზე ედუარდო (90)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 18 (5) – 11 (4) ბურთის ფლობა: 56%-44% კუთხურები: 10:6 გაფრთხილება: 2:3
გაძევება: 0:1
მსაჯი: სებასტიანო პერუცო
“ვერონა” – “სასუოლო” 3:2 (1:1)
ვერონა, “ბენტეგოდი”
მაყურებელი: 19.000
“ვერონა” (4-3-3): რაფაელი; პიზანო, მარკესი, მორასი, აგოსტინი; სალა (ფერნანდინიო 83), ობადი, გრეკო; გომესი, ტონი, იანკოვიჩი (ვალოტი 14, ბენუსი 19)
მწვრთნელი: ანდრეა მანდორლინი
“სასუოლო” (3-4-3): კონსილი; აჩერბი, კანავარო, პელუზო; ლაზარევიჩი (ბრიგი 58), ბიონდინი, მისიროლი, ლონგი (ფლოკარი 58); ბერარდი, ძაძა, სანსონე (ფლორო ფლორესი 73)
მწვრთნელი: ეუსებიო დი ფრანჩესკო
გოლები: 1:0 გომესი (30), 1:1 მორასი (35, ა.გ), 2:1 ტონი (63), 3:1 ტონი (71), 3:2 ფლორო ფლორესი (89)
გაფრთხილება: გრეკო (25), მორასი (90), ობადი (90) – ბერარდი (76), კანავარო (76)
გაძევება: რაფაელი (18)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 14 (9) – 19 (8) ბურთის ფლობა: 39%-61% კუთხურები: 6:4 გაფრთხილება: 3:2 გაძევება: 1:0
მსაჯი: დანიელე ჩიფი
“ლაციო” – “კიევო” 1:1 (1:0)
რომი, “ოლიმპიკო”
მაყურებელი: 31.000
“ლაციო” (4-3-3): მარკეტი; ბასტა, ნოვარეტი, მაურისიო, რადუ; ონაზი (პერეა 86), ლედესმა, ლულიჩი (ედერსონი 82); კანდრევა, კლოზე (კეიტა 59), ანდერსონი
მწვრთნელი: სტეფანო პიოლი
“კიევო” (4-4-2): ბიძარი; ფრეი, დაინელი (სარდო 64), ცეზარი, ძუკანოვიჩი (ბოტა 46); სკელოტო, რადოვანოვიჩი, იცკო, ჰეტემაი; პალოსკი, პელისიერი (ფეტფატძიდისი 75)
მწვრთნელი: როლანდო მარანი
გოლები: 1:0 კლოზე (45), 1:1 პალოსკი (76)
გაფრთხილება: ლედესმა (47), ონაზი (57) - ძუკანოვიჩი (11), რადოვანოვიჩი (42), დაინელი (50), ცეზარი (66), სკელოტო (84)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 22 (8) – 9 (1) ბურთის ფლობა: 52%-48% კუთხურები: 8:2 გაფრთხილება: 2:5
მსაჯი: დინო ტომაზი
“პარმა” – “პალერმო” 1:0 (1:0)
პარმა, “ენიო ტარდინი”
მაყურებელი: 12.000
“პარმა” (4-3-1-2): მირანტე; მენდესი (ლილა 71), კოსტა, ფედალი, გობი; ვარელა (კასანი 62), მაური, ნოჩერინო; ხორკერა; გეძალი, კოდა (ბელფოდილი 55)
მწვრთნელი: რობერტო დონადონი
“პალერმო” (3-5-2): უიკანი; ვიტიელო, გონსალესი, ანდელკოვიჩი; რისპოლი (ქუაისონი 70), ბოლცონი (ბელოტი 56), მარესკა. ჩოჩიევი, ლაზაარი; ვასკესი (ბენტივენია 85), დიბალა
მწვრთნელი: ჯუზეპე იაკინი
გოლი: 1:0 ნოჩერინო (22, პენ)
გაფრთხილება: კოსტა (27), ფედალი (57), გობი (76), ლილა (83)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 8 (6) – 12 (3) ბურთის ფლობა: 47%-53% კუთხურები: 3:5 გაფრთხილება: 4:0
მსაჯი: მარკო დი ბელო
“ტორინო” – “იუვენტუსი” 2:1 (1:1)
ტურინი, “ოლიმპიკო”
მაყურებელი: 25.000
“ტორინო” (3-5-2): პადელი; მაკსიმოვიჩი, გლიკი, მორეტი; პერესი, ბენასი (ვივესი 72), გაცი, ელ კადური, დარმიანი (მოლინარო 82); მაქსი ლოპესი (მარტინესი 61), კვალიარელა
მწვრთნელი: ჯამპიერო ვენტურა
“იუვენტუსი” (4-3-1-2): ბუფონი; ლიხშტაინერი, ბონუჩი, ოგბონა, პადოინი (ლორენტე 86); ვიდალი, პირლო, სტურარო; პერეირა (პეპე 78); მატრი, მორატა (ტევესი 65)
მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი
გოლები: 0:1 პირლო (35), 1:1 დარმიანი (45), 2:1 კვალიარელა (57)
გაფრთხილება: გაცი (59), მორეტი (72), ვივესი (88) – ბონუჩი (77)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 13 (4) – 20 (7) ბურთის ფლობა: 47%-53% კუთხურები: 3:2 გაფრთხილება: 3:1
მსაჯი: პაოლო ტალიავენტო
“ფიორენტინა” – “კალიარი” 1:3 (0:1)
ფლორენცია, “არტემიო ფრანკი”
მაყურებელი: 31.000
“ფიორენტინა” (4-3-3): ნეტო; ტომოვიჩი, სავიჩი, ბასანტა; პასკუალი (გომესი 76P); ბადეი, პიზარო, ბორხა ვალერო (ხოაკინი 58); სალაჰი, ჯილარდინო, დიამანტი (ვარგასი 46)
მწვრთნელი: ვინჩენცო მონტელა
“კალიარი” (4-3-3): ბრკიჩი; აველარი (მურუ 62), ჩეპიტელი, დიაკიტე, პიზანო; ჟოაო პედრო (დონსა 79), ეკდალი, დესენა; მპოკუ, კოპი (საუ 70), ფარიასი
მწვრთნელი: ჯანლუკა ფესტა
გოლები: 0:1 კოპი (7), 0:2 კოპი (60), 1:2 ჯილარდინო (75), 1:3 ფარიასი (90)
გაფრთხილება: ბორხა ვალერო (10) – აველარი (21), ეკდალი (63), მურუ (72), ფარიასი (72), საუ (83)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 20 (3) – 14 (7) ბურთის ფლობა: 62%-38% კუთხურები: 10:3 გაფრთხილება: 1:5
მსაჯი: მარკო გუიდა
“ნაპოლი” – “სამპდორია” 4:2 (2:1)
ნეაპოლი, “სან პაოლო”
მაყურებელი: 34.000
“ნაპოლი” (4-2-3-1): ანდუხარი; ენრიკე, ალბიოლი, ბრიტოსი, გულამი; ჟორჟინიო, ლოპესი (გარგანო 76); კალეხონი, გაბიადინი (ჰამშიკი 66), ინსინიე; იგუაინი (ძაპატა 82)
მწვრთნელი: რაფაელ ბენიტესი
“სამპდორია” (4-3-3): ვივიანო; დე სილვესტრი, სილვესტრე, რომანიოლი, მესბა; სორიანო (ბერგესიო 76), პალომბო (დანკანი 63), ობიანგი; (მურიელი 45), ოკაკა, ეტო’ო
მწვრთნელი: სინიშა მიხაილოვიჩი
გოლები: 0:1 ალბიოლი (12, ა.გ), 1:1 გაბიადინი (31), 2:1 იგუაინი (34), 3:1 ინსინიე (47), 4:1 იგუაინი (81, პენ), 4:2 მურიელი (89)
გაფრთხილება: ბრიტოსი (4) – მესბა (24), მურიელი (90)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 25 (11) – 9 (4) ბურთის ფლობა: 59%-41% კუთხურები: 8:4 გაფრთხილება: 1:2
მსაჯი: დანიელე დოვერი
ბომბარდირები: კარლოს ტევესი (“იუვენტუსი”) – 18 გოლი, მაურო იკარდი (“ინტერი”) – 17, ლუკა ტონი (“ვერონა”) – 17, ჟერემი მენეზი (“მილანი”) – 16, გონსალო იგუაინი (“ნაპოლი”) – 15.