კალათბურთი

23:26 | 26.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

მარკოიშვილს მეოთხედფინალში ყაზახური კლუბი ერგო

როგორც უკვე გაუწყეთ, მანუჩარ მარკოიშვილის ცსკა-მ ვთბ-ლიგის რეგულარული სეზონის დასკვნით ტურში სარატოვის “ავტოდორთან” წააგო, თუმცა, პირველი ადგილი შეინარჩუნა და პლეი-ოფისთვის მზადებას იწყებს.

მოსკოველებმა 26 მოგება და 4 მარცხი მოაგროვეს და უახლოეს კონკურენტ “ხიმკის” 1 გამარჯვებით აჯობეს. შედეგად, მარკოიშვილის კლუბი მეოთხედფინალში პირველ ნომრად განითესა და მერვეადგილოსან “ასტანასთან” ჭიდილი მოუწევს.

მომავალი სერია სამ მოგებამდე გაგრძელდება, პირველი შეხვედრა კი უკვე 2 მაისს მოსკოვში შედგება.

დიდი ალბათობით, ცსკა ყაზახურ ბარიერს დასძლევს, რა შემთხვევაშიც, ნახევარფინალში რუსულ კლუბებს – “ზენიტს” და “ნიჟნი ნოვგოროდს” შორის უმჯობესს გაეჯიბრება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.106477