ფეხბურთი

16:57 | 26.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ინტერმა” ძანეტის ნომერი გააუქმა

1995-2014 წლებში მილანის “ინტერის” ოთხნომრიანი მაისური ემოსა არგენტინელ ხავიერ ძანეტის, რომელმაც ერთი წლის წინ ფეხბურთის თამაშს თავი დაანება. ამიერიდან 4 ნომრად შავ-ლერჯთა რიგებში აღარავინ ითამაშებს. ამის შესახებ ცნობა “ნერაძურის” პრეზიდენტმა ერიკ ტოჰირმა დაადასტურა.

“ნახვამდის ხავიერ, შენ ჩვენი გუნდისა და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა ხარ. “ინტერში” 4 ნომრით ვეღარავინ ითამაშებს, ეს ნომერი მხოლოდ შენ გეკუთვნის”, - თქვა ტოჰირმა.

ხავიერ ძანეტი მილანური გრანდის ღირსებას 19 წლის განმავლობაში იცავდა და კლუბში ჩატარებული მატჩების რაოდენობით რეკორდსმენია.

მაისურის ნომრების გაუქმება იტალიაში არახალი მოვლენაა. აქამდე მეორე მილანურ გუნდ “მილანს” 6 და 3 ნომრები შესაბამისად, ფრანკო ბარეზისა და პაოლო მალდინის საპატივცემულოდ აქვს გაუქმებული.

0.115145