კალათბურთი

12:16 | 26.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ცქიტიშვილის “ჩემპვილმა” ნახევარფინალის პირველი მატჩი წააგო

ნიკოლოზ ცქიტიშვილის “ჩემპვილი” ლიბანის ჩემპიონატის ნახევარფინალში რეგულარული სეზონის საუკეთესო გუნდ “ალ რიადის” დაუპირისპირდა და სერიის პირველ მატჩში, სტუმრად, 69:113 განადგურდა.

ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე 30 წუთი გაატარა და 15 ქულა და 7 მოხსნა მოაგროვა. ცქიტიშვილმა 7-დან 4 ორქულიანი, 6-დან 2 სამქულიანი და 1 საჯარიმო ჩააგდო, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ერთხელ დაჯარიმდნენ.

დღეს, “ჩემპვილი” მე-2 ნახევარფინალურ თამაშს შინ ჩაატარებს და რევანშის აღებას ეცდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.11912