ფეხბურთი

1:07 | 26.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

მეკარეთა დუელში ალავიძემ იმარჯვა

ქობულეთში ,,ჩელე-არენაზე” გამართული შეხვედრის შედეგს ბათუმელთათვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. საჩემპიონო ბრძოლაში აქტიურად ჩართულ აჭარლებს ქულების მოპოვება ჰაერივით სჭირდებათ. რაც შეეხება გურულებს, მათ მოტივაცია აღარ გააჩნიათ, მაგრამ თემურ ლორიას პოსტიდან გადაყენების შემდეგ გიგლა იმნაძე მთავარი მწვრთნელის რანგში ამ სეზონში პირველ მატჩს ატარებდა და ბუნებრივია გამარჯვება მასაც გულით ეწადა.

სფფ-ს ვერდიქტის გამო ეს მატჩიც უმაყურებლოდ ჩატარდა, თუმცა აჭარელთა ერთგული გულშემატკივრები ვერც ამან შეაჩერა. ისინი სტადიონის მიმდებარე სახლების აივნებზე განთავსდნენ და მეგაფონებისა და დინამიკების საშუალებით მატჩის ბოლომდე ომახიანი შეძახილებით ამხნევებდნენ საყვარელი გუნდის ფეხბურთელებს.

შეხვედრა საინტერესოდ დაიწყო. აჭარლებს ანგარიშის გახსნა პირველივე წუთზე შეეძლოთ. დიასამიძის ჩაწოდებულ საჯარიმოს შორეულ ძელთან მყოფმა ბერიაშვილმა მიმართულება შეუცვალა. ბურთი ოდნავ ასცდა მიზანს.

სამ წუთში სტუმრებმაც სახიფათოდ შეუტიეს. კოშკაძის გადაცემის შემდეგ შალამბერიძე საჯარიმოში შეიჭრა და მახვილი კუთხიდან ძლიერი დარტყმა განახორციელა. ალავიძემ ნახტომში ბურთის მოგერიება მოახერხა. დამატებაზე გურულებმა ვეღარ ივარგეს. მალე ისევ შალამბერიძემ იყოჩაღა. იგი მარცხენა ფრთაზე თავის მეურვეს დაუსხლტდა და მეკარის ბაქანზე მდგომ წილოსანისკენ გამჭოლი გადაცემა გააკეთა. ხიფათი ამჯერადაც ალავიძემ განმუხტა.

ტაიმის მესამედის მიწურულს კოშკაძეს თავის გამოჩენის შესაძლებლობა ჰქონდა, მაგრამ ხელსაყრელი მდგომარეობიდან მისი შესრულებული საჯარიმო დარტყმის შემდეგ ბურთი გარედან მოხვდა ბადეს.

ზღვისპირელთა საპასუხო შეტევა შედეგიანი გამოდგა. მე-16 წუთზე მოედნის ცენტრში ბურთს ბერიაშვილი დაეუფლა და შეტევაში ქავთარაძე ჩართო, რომელმაც მარჯვენა ფლანგზე ჩაირბინა და დიაგონალური გადაცემით ისევ ბერიაშვილი მოძებნა. აჭარელთა ფორვარდმა თავის მეურვეს დაასწრო და ზუსტი დარტყმით გოგუაძეს საკუთარი კარის გადარჩენის შანსი არ დაუტოვა - 1:0.

ამის შემდეგ ბათუმლებმა უკან დაიხიეს, მოედნის ცენტრი შეგნებულად დათმეს და თამაში კონტრშეტევებზე ააგეს. მასპინძელთა ტაქტიკამ შედეგი 36-ე წუთზე მოიტანა. ისევ ბერიაშვილმა იაქტიურა. მან შონიასთან ,,კედელი” გაითამაშა და საჯარიმოს ხაზიდან გამიზნული დარტყმა განახორციელა. სიმართლე ითქვას გოგუაძეს თანაგუნდელების გადარჩენა შეეძლო, მაგრამ ნახტომი დაუგვიანდა და ბურთმა სტუმართა კარის ბადე მეორედ შეარხია - 2:0.

გურულები ტაიმის ბოლოს გამოცოცხლდნენ და 44-ე წუთზე მათ ანგარიშის შემცირება მართებდათ, თუმცა ბენაშვილის ძლიერი დარტყმა ხარიხას ზევიდან გადაევლო. თითქმის მაშინვე შალამბერიძე ურტყამდა თავით ჭეიშვილის ჩაწოდების შემდეგ, მაგრამ მიზანში მოხვედრა ვერც მან მოახერხა.

შეხვედრის მეორე ნახევარი განსხვავებული სცენარით წარიმართა. იგრძნეს რა დამარცხების საშიშროება გურულებმა მთელი ძალით შეუტიეს და სრული უპირატესობა მოიპოვეს. 50-ე წუთზე კოშკაძის გამოზომილი პასით შალამბერიძე მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა, მაგრამ მისი დარტყმა ალავიძემ აკრობატულ ნახტომში კუთხურზე მოიგერია. 54-ე წუთზე შალამბერიძის გამჭოლ გადაცემას შეცვლაზე შესულმა ისიანმა თავით მიმართულება შეუცვალა. ისევ ალავიძემ იმარჯვა და ხიფათი განმუხტა. მე-60 წუთზე მოსიაშვილი ურტყამს ჭეიშვილის ფლანგური ჩაწოდების შემდეგ, თუმცა აჭარელთა კიპერი კვლავ მოწოდების სიმაღლეზეა.

მომდევნო ხუთ წუთში ალავიძემ ნამდვილი საოცრება მოახდინა. მან ზედიზედ სამჯერ ურთულესი ბურთების მოგერიება მოახერხა. პირველად ზოზულიას თავურს კარის ძელთან მისწვდა და კუთხურზე მოიგერია. შემდეგ ბენაშვილმა მეკარე მოძრაობაზე დაიჭირა და საპირისპირო კუთხეში დაურტყა, თუმცა ეპიზოდის გამარჯვებული მაინც ალავიძე დარჩა. მესამედ კი მოსიაშვილის თავური დარტყმის შემდეგ გოლი გარდაუვალი ჩანდა, მაგრამ აჭარელთა კიპერმა გასაოცარი რეაქცია გამოავლინა და დაბალი კუთხიდან ბურთი სასწაულებრივად ,,გამოაძრო”.

ლანჩხუთელთა მცდელობამ შედეგი 81-ე წუთზე გამოიღო. შალამბერიძის ჩაწოდებულ საჯარიმოზე ყველაზე მარჯვედ მოსიაშვილი გაისარჯა და თავით ბურთი მეტოქის კარისკენ გაგზავნა. ალავიძემ კიდევ ერთხელ იყოჩაღა და ბურთის მოგერიება მოახერხა, თუმცა დამატებაზე ყველას შეტევაში ჩართულმა გოგიაშვილმა დაასწრო და ზუსტი დარტყმით ანგარიში შეამცირა - 2:1.

გატანილი გოლის შემდეგ გურულები კიდევ უფრო გააქტიურდნენ, მაგრამ ბათუმელებიც მეტი ყურადღებით ათამაშდნენ და მეტოქისთვის საგოლე მომენტის შექმნის შანსი აღარ მიუციათ.

არბიტრის საფინალო სასტვენმა აჭარელთა ძნელი გამარჯვება დააფიქსირა.

მატჩის შემდეგ ,,მსოფლიო სპორტმა” გამარჯვებული გუნდის მწვრთნელს კომენტარი ჩამოართვა:

ასლან ბალაძე (,,დინამო”) - ,,ძალიან რთული თამაში მოვიგეთ. რაც ჩემპიონობის შანსი გაგვიჩნდა ბიჭები ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ მოექცნენ და თითქოს სილაღე დაკარგეს. ნერვიულობენ და ბევრ შეცდომებს უშვებენ. იმედი მაქვს ფეხბურთელები ყველაფერს გაიაზრებენ და მომავალში გაცილებით უფრო ლამაზ თამაშს ვაჩვენებთ.“

,,დინამო” (ბათუმი) - ,,გურია” (ლანჩხუთი) 2:1 (2:0)
25 აპრილი
. 16:00 სთ. ,,ჩელე არენა”. უმაყურებელოდ.

,,დინამო”: ალავიძე, ტეტუნაშვილი, მგელაძე, სუხიაშვილი, შონია, ბ. მახარაძე (კ), თევდორაძე, დიასამიძე (მაკარიანი 90+6), ქავთარაძე (ვარშანიძე 46), აბუსელიძე ( გოგიტიძე 64), ბერიაშვილი;

მთავარი მწვრთნელი: ლევან ხომერიკი

,,გურია”: მ. გოგუაძე, ჭეიშვილი, ე. კილაძე, გოგიაშვილი, მჭედლიშვილი, ზოზულია, კოშკაძე (კ) (მათიაშვილი 90+3), მოსიაშვილი (ინგოროყვა 90+1), შალამბერიძე, ბენაშვილი, წილოსანი (ისიანი 46);

მწვრთნელი -კონსულტანტი: გიგლა იმნაძე

გოლები: 1:0 ბერიაშვილი (16), 2:0 ბერიაშვილი (36), 2:1 გოგიაშვილი (81);

გაფრთხილება: ე. კილაძე (29), შონია (43), ჭეიშვილი (59), თევდორაძე (60), ვარშანიძე (90+5);

არბიტრი: ირაკლი კვირიკაშვილი

24 აპრილი

ცხინვალიდინამო (თბილისი) 4:1 (1:1)

0:1 მათე ცინცაძე (25), 1:1 გიორგი ივანიშვილი (40), 2:1 ნიკა კაჭარავა (60), 3:1 ბიძინა მახარობლიძე (87), 4:1 რატი ცაწკრიალაშვილი (90)

ზუდგიდისამტრედია 1:1 (0:0)

0:1 ლევან კაკუბავა (67), 1:1 ლაშა ღონღაძე (78)

დილა (გორი) – შუქურა (ქობულეთი) 5:2 (3:1)

1:0 მიხაილ გორელიშვილი (9), 2:0 გიორგი ერისთავი (24), 3:0 ირაკლი მოდებაძე (40), 3:1 გიორგი ჩელებაძე (41), 4:1 მიხაილ გორელიშვილი (59), 4:2 თორნიკე თუხარელი (61), 5:2 ირაკლი მოდებაძე (75)

კოლხეთი (ფოთი) – მეტალურგი (რუსთავი) 3:0 (1:0)

1:0 გურამ გურეშიძე (29), 2:0 ომარ გოგნაია (65), 3:0 მერაბ გიგაური (65)

ვიტ ჯორჯია (თბილისი) – სიონი (ბოლნისი) 2:0 (2:0)

1:0 ელგუჯა ლობჟანიძე (30), 2:0 კახა კახაბრიშვილი (45)

ტორპედო (ქუთაისი) – ჩიხურა (საჩხერე) 1:2 (0:0)

0:1 დავით ოდიკაძე (52), 1:1 გურამ ადამაძე (67), 1:2 მიხეილ სარდალიშვილი (90)

მერანი (მარტვილი) –ზესტაფონი

არ ჩატარდა. “მერანს” ჩაეთვალა 3:0 ტექნიკური მოგება

გუნდი

გგ

გმ

+/-

დილა

25

15

6

4

42

20

22

51

დინამო ბთ

25

15

3

7

33

22

11

48

დინამო თბ

25

14

5

6

41

24

17

47

ცხინვალი

25

13

3

9

32

31

1

42

სამტრედია

25

12

5

8

33

22

11

41

ჩიხურა

25

11

6

8

34

29

5

39

შუქურა

25

9

7

9

31

32

-1

34

ტორპედო

25

8

10

7

32

27

5

34

გურია

25

8

8

9

25

35

-10

32

კოლხეთი ფ

25

8

8

9

26

27

-1

32

ზუგდიდი

25

7

8

10

19

29

-10

29

მერანი

25

7

8

10

20

24

-4

29

ზესტაფონი

25

6

8

11

40

46

-6

26

მეტალურგი

25

6

6

13

22

33

-11

24

სიონი

25

6

5

14

22

38

-16

23

ვიტ-ჯორჯია

25

5

4

16

23

36

-13

19

მეგოლეები:

12 - ირაკლი მოდებაძე (დილა)

10 – ჯაბა დვალი (ზესტაფონი/დაჩია), გიორგი პაპუნაშვილი (დინამო თბილისი)

9 - ოთარ კვერნაძე (ტორპედო), შოთა ლომია (ზუგდიდი)

8 - დათა სიჭინავა (კოლხეთი/სიონი), გიორგი ბერიაშვილი (დინამო ბათუმი)

7 – ნიკოლოზ საბანაძე (დინამო თბილისი/ტორპედო), ნიკა კვეკვესკირი (დილა), თორნიკე მუმლაძე (ჩიხურა), თორნიკე კაპანაძე (სამტრედია), ნიკა კაჭარავა, ლაშა შინდაგორიძე (ორივე – ცხინვალი)

შენიშვნა: უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით:

- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

- ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების სხვაობა

- ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატში სტუმრად გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატის განმავლობაში გუნდის მიერ მიღებული – წითელ – ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი – 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

- თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა;

0.319342