საფეხბურთო გუნდმა “უოტფორდმა” ინგლისის პრემიერლიგის საგზური ჩემპიონშიფის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე მოიპოვა. უოტფორდელებმა 45-ე ტურში “ბრაიტონი” სტუმრად 2:0 დაამარცხეს. ინგლისის რანგით მეორე ჩემპიონატში სლავიშა იოკანოვიჩის შეგირდებმა 45 მატჩში 88 ქულა დააგროვეს და მესამეადგილოსან “მიდლსბროს” 4 ქულით უსწრებენ.
ბოლოს “უოტფორდი” პრემიერლიგაში 2006/07 წლების სეზონში გახლდათ და საბოლოოდ სათამაშო წელი ბოლო ადგილზე დაასრულეს. 2012/13 წლების სეზონში უოტფორდელები ჩემპიონშიფის ფლეიოფში გახლდნენ, თუმცა მაშინ “კრისტალ პალასის” ბარიერი ვერ გადალახეს.