ფეხბურთი

14:39 | 25.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

კალჩოს ინტრიგები XXXII ტურის წინ

იტალიის სერია A-ს 2014-2015 წლების სეზონი ნელ-ნელა დასასრულს უახლოვდება. მთავარი ინტრიგა, რომელიც რაც რაღა თქმა უნდა, სკუდეტოს უკავშირდებოდა, უკვე კარგა ხანია ჩაკლულია. ახლა გასარკვევი ისაა თუ რომელი გუნდები გავლენ ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის ზონებში, ამასთან რომელი გუნდები დატოვებენ ელიტას, თუმცა სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ განსაკუთრებული ინტრიგა არც ამ მხრივ ცოცხლობს...

ტურის მთავარი მატჩი დღეს მილანშია დაგეგმილი, სადაც “ინტერი” “რომას” უმასპინძლებს, ხოლო ხვალ, ტურინული დერბია.

“უდინეზე” – “მილანი”

თარიღი: 25 აპრილი, 20:00 საათი

ადგილი: უდინე, “ფრიული”

XXXII ტური კი სტარტს უდინეში “უდინეზესა” და “მილანის” მატჩით აიღებს. მიმდინარე სეზონი ორივე გუნდის აქტვიში ნამდვილად ვერ ჩაიწერება. თუ ეს ფრიულელთაგან გასაკვირი დიდად არც ყოფილა, აი, “მილანისგან” კი გასაკვირთან ერთად იმედგაცრუების შეგრძნებასაც იწვევს. “როსონერიმ” მორიგი სეზონი ჩაატარა უღიმღამოდ და თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა გაისად ევროტურნირების ყურება “მილანელ” ფეხბურთელებს ისევ ტელე ეკრენებიდან მოუწევთ.

სავარაუდო შემადგენლობები:

“უდინეზე” (4-3-2-1): კარნეზისი; ვიდმერი, დანილო, დომიცი, პირისი; ალანი, გილერმე, პინცი; კონე, ტერო; დი ნატალე

“მილანი” (4-3-3): დიეგო ლოპესი; აბატე, პალეტა, მექსე, ანტონელი; პოლი, დე იონგი, ბონავენტურა; სუსო, პაცინი, მენეზი

მსაჯი: დამატო

“ინტერი” – “რომა”

თარიღი: 25 აპრილი, 22:45 წუთი

ადგილი: მილანი, “სან სირო”

იყო დრო, როცა ამ გუნდთა დაპირისპირება უდაოდ და ყოველგვარი ყოყმანის გარეშე ტურის ცენტრალურ მატჩად მიიჩნეოდა. ახლაც ასეა, თუმცა გარკვეულ მიზეზთა გამო გარკვეულივე ინტერესი მოაკლდა. “რომა” მეორე ადგილისთვის გააფთრებით იბრძვის, თანაც ამ ბრძოლაში მეტოქე ისეთი ჰყავს ფეხის დაცდენას თავისი ქომაგები რომ არ აპატიებენ – “ლაციო”. “ინერნაციონალეს” თავს კი სრული გაურკვევლობა სუფევს. “ნერაძურის” მეორე კიარადა, ევროსაგზურებისთვის ბრძოლაც სანატრელი აქვს. რობერტო მანჩინის გუნდმა სეზონი აშკარად ჩააგდო და როგორც ჩანს ამ კონტიგენტით ეს მათი მაქსიმუმიც იყო. ახლა მომავალი სეზონისთვის კი გაძლიერება აუცილებლად დასჭირდებათ, თუ რა თქმა უნდა გაისად მაინც სურთ ანგარიშგასაწევ გუნდად ქცევა.

სავარაუდო შემადგენლობები:

“ინტერი” (4-3-1-2): ჰანდანოვიჩი; დ’ამბროზიო, რანოკია, ვიდიჩი, ჟუან ჟესუსი; გუარინი, გნუკური, ბროჟოვიჩი; შაქირი; იკარდი, პალასიო

“რომა” (4-3-3): დე სანკტისი; ტოროსიდისი, მანოლასი, იანგა-მბივა, ჰოლებასი; კეიტა, დე როსი, ნაინგოლანი; ჟერვინიო, ტოტი, ფლორენცი

მსაჯი: ორსატო

“ატალანტა” – “ემპოლი”

თარიღი: 26 აპრილი, 14:30 წუთი

ადგილი: ბერგამო, “ატლეტი აძური”

კვირის სათამაშო დღე ბერგამოში “ატალანტასა” და “ემპოლის” შეხვედრით დაიწყება. მასპინძლებს მეტოქეზე უფრო მეტი მოტივაცია ამოძრავებთ, ვინაიდან გასავარდნ ზონას ქულათა მარაგი კი აშორებთ, მაგრამ თუ ვინმეზე შეიძლება ითქვას ელიტაში დარჩენა სათუოაო, ეს უპირველესად სწორედ “ატალანტაა”. აი, “ემპოლის” კი თავი ქუდში აქვს. მიმდინარე სეზონი უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ტოსკანელთა აქტვიში შევიდა. ჩვეულებრივი, სვხებისგან ააფრით გამორჩეულმა გუნდმა გამორჩეული სეზონი ჩაატარა და გაისადაც იგივეს გაკეთებას შეეცდება. ქართველი ლევან მჭედლიძე კი მატჩს სავარაუდოდ ისევ თადარიგიდან დაიწყებს.

სავარაუდო შემადგენლობები:

“ატალანტა” (4-4-1-1): სპორტიელო; ძაპაკოსტა, სტენდარდო, ბიავა, დრამე; ესტიგარიბია, ჩიგარინი, კარმონა, გომესი; მორალესი; დენისი

“ემპოლი” (4-3-1-2): სეპე; ლაურინი, ტონელი, რუგანი, მარიო რუი; ვესინო, ვალდიფიორი, კროჩე; საპონარა; მაკარონე, პუჩიარელი

მსაჯი: ჩერველერა

“ჯენოა” – “ჩეზენა”

თარიღი: 26 აპრილი, 17:00 საათი

ადგილი: გენუა, “მარასი”

“ჯენოასთან” დაპირისპირება სტუმარი “ჩეზენასთვის” შესაძლოა გადარჩენის ბოლო იმედიც კი იყოს. დომენიკო დი კარლოს გუნდს საქმე სახარბიელოდ ნამდვილად არ აქვს დარცენილ ტურებში ქულების განიავბას მაქსიმალურად უნდა მოერიდოს, წინააღმდეგ შემთხვევაში იქ დაბრუნდება, საიდანც ერთი წლის წინ აღმოზევდა. “ჯენოას” კი საკუთარი ამოცანა უკევ გადაჭრილი აქვს და ახლა მხოლოდ საკუთარი გულშემატკივრების გახარებასღა თუ შეეცდება.

სავარაუდო შემადგენლობები:

“ჯენოა” (3-4-3): პერინი; რონკალია, ბურდისო, დე მაიო; ედენილსონი, რინკონი, ბერტოლაჩი, მარკეზე; იაგო ფალკე, ნიანგი, პეროტი

“ჩეზენა” (4-3-1-2): ალიარდი; ვოლტა, კაპელი, კრაინჩი, რენძეტი; კარბონერო, კაშონე, ჯორჯი; ბრიენცა; დეფრელი, სუჩი

მსაჯი: პერუცო

“ლაციო” – “კიევო”

თარიღი: 26 აპრილი, 17:00 საათი

ადგილი: რომი, “ოლიმპიკო”

რომის “ლაციომ” წინა ტურში 8 მატჩიანი მოგებების სერია შეწყვიტა და ახლა საკუთარი გულშემატკივრის თვალწინ რეაბილიტირებას შეეცდება. თანაც, “არწივები” მეორე საფეხურისთვის გააფთრებით იბრძვინა და თანაც თანაქალაქელ და საძულველ “რომასთან” ჭიდილში. შესაბამისად, სტეფანო პიოლის გუნდს ვერონას “კიევოსთან” მხოლოდ 3 ქულის მოპოვება მართებს. თავის მხრივ, ვერონელებს მშვიდად ყოფნის საშუალება აქვთ და ბოლო ტურებში მოპოვებული გამარჯვებებით, არათუ გადარჩენის საკითხი გადაჭრეს, არამედ სატურნირო ცხრილის შუაშიც დაიდეს ბინა.

სავარაუდო შემადგენლობები:

“ლაციო” (4-3-3): მარკეტი; ბასტა, მაურისიო, რადუ, ლულიჩი; ლედესმა, ონაზი, მაური; კანდრევა, კლოზე, ანდერსონი

“კიევო” (4-4-2): ბიძარი; ფრეი, დაინელი, ცეზარი, ძუკანოვიჩი; სკელოტო, იცკო, რადოვანოვიჩი, ჰეტემაი; პელისიერი, პალოსკი

მსაჯი: ტომაზი

“ტორინო” – “იუვენტუსი”

თარიღი: 26 აპრილი, 17:00 საათი

ადგილი: ტურინი, “იუვენტუს სთედიუმი”

32-ე ტურის ერთ-ერთი გამორჩეული მატჩი რაღა თქმა უნდა დერბი “დელა მოლეა”. წლეულს ორთავე გუნიდ ისე ასპარეზობს, რომ თავიანთ ქომაგებ მათთვის არ ესაყვედურებათ. “იუვე” ლამის უკვე ჩემპიონია, პარალელურად კი იტალიის თასის ფინალსა და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალშია. მოკლედ, “ლა ვეკია სინიორა” მა თამაშს ამაღლებულ ნოტაზე ხვდება და მოედანზე მშვიდად გასვლის საშუალებაც ექნება, თუმცა ეს ნაკლებ სავარაუდოა, რადგან დერბი, ყოველთვის დერბია და პრინციპულია. “ტორინო” კი სატურნირო ცხრილის საპატიო ზონაში უკვე კარგა ხანია სტაბილურად იმყოფება. პირველი წრის მატჩი ამ გუნდთა შორის დრამატული გამოდგა და იგი “ბებერმა ქალბატონმა” ანდრეა პირლოს ბოლო წუთზე გატანილი გოლით მოიგო.

სავარაუდო შემადგენლობები:

“ტორინო” (3-5-2): პადელი; მაკსიმოვიჩი, გლიკი, მორეტი; პერესი, ბენასი, გაცი, ელ კადური, დარმიანი; მაქსი ლოპესი, კვალიარელა

“იუვენტუსი” (4-3-1-2): ბუფონი; ლიხშტაინერი, ბონუჩი, კიელინი, პადოინი; სტურარო პირლო, ვიდალი; პერეირა; ტევესი, მორატა

მსაჯი: ტალიავენტო

“პარმა” – “პალერმო”

თარიღი: 26 აპრილი, 17:00 საათი

ადგილი: პარმა, “ენიო ტარდინი”

“პარმა” საკუთარ მოედანზე “პალერმოს” მიიღებს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ორივე გუნდი უკვე მოვალეობის მოხდის მიზნით თამაშობს. გაკოტრებული და შეჭირვებულ მდგომარეობაში უკვე კარგა ხანია მყოფი პარმეზანელები მომავალ სეზონში არათუ ელიტაში, არამედ სად იასპარეზებენ ჯერ არავინ უწყის. “პალერმომ” კი ამოცანა წარმატებით გადაჭრა და მომავალ წელსაც კვლავ ბობოლებში იქნება.

სავარაუდო შემადგენლობები:

“პარმა” (3-5-2): მირანტე; კასანი, ლუკარელი, ფედალი; ვარელა, მაური, ლოდი, ნოჩერინო, გობი; კოდა, ბელფოდილი

“პალერმო” (3-5-2): სორენტინო; ვიტიელო, გონსალესი, ანდელკოვიჩი; რისპოლი, რიგონი, მარესკა, ჩოჩიევი, ლაზაარი; ვასკესი, დიბალა

მსაჯი: დი ბელო

“ვერონა” – “სასუოლო”

თარიღი: 26 აპრილი, 17:00 საათი

ადგილი: ვერონა, “ბენტეგოდი”

“ბენტეგოდიზე” “ჰელას ვერონა” “სასუოლოს” უმასპინძლებს. ორთავე გუნდმა სერია A-ში დარჩენა-არდარჩენის საკითხი უკვე გაარკვია და ახლა მხოლოდ ქულებისა და შესაბამისად, შედეგბის გაუმჯობესებაზე თუ იზრუნებენ. თავის მხრივ, “ვერონას” კაპიტან ლუკა ტონის მოტივაციის ნაკლებობა ნამდვილად არ აკლია, იგი “კაპოკანონიერეს” პრიზისთვის იბრძვის, რომელიც ერთხელ უკვე მოუგია (2005-2006 წლების სეზონში). “სასუოლოს” მთავარი და ყველაზე საინტერესოც ძალაც შეტევაშია – ბერარდისა და ძაძას შემადგენლობით. წესით სიყვარულის ქალაქში ურიგო თამაში არ უნდა შედგეს.

სავარაუდო შემადგენლობები:

“ვერონა” (4-3-3): ბენუსი; სალა, მორასი, როდრგესი, პიზანო; ობადი, ტაკჩიდისი, გრეკო; იანკოვიჩი, ტონი, გომესი

“სასუოლო” (4-3-3): კონსილი; კანავარო, აჩერბი, პელუზო, ლონგი; ლაზარევიჩი, მისიროლი, ბრიგი; ნერარდი, ძაძა, სანსონე

მსაჯი: ჩიფი

“ფიორენტინა” – “კალიარი”

თარიღი: 26 აპრილი, 20:00 საათი

ადგილი: ფლორენცია, “არტემიო ფრანკი”

მშვენიერ ხასიათზე მყოფი ფლორენციის “ფიორენტინა” გასავადნად განწურულ და უკვე 11 თამაშია მოუგებლად მოთამაშე “კალიარის” დაუხვდება. ჩემპიონატში მაიცდამანიც სახარბიელოდ საქმე არც “იებს” აქვთ, მაგრამ ევროპის ლიგაზე ნახევარფინალში 7 წლიანი პაუზის შემდგომ გაღწეული გუნდი კარგ ხასითზე სწორედ ამიტომაა. “კალიარის” კი აწი სასწაულიღა თუ იხსნის. შუა კვირაში გუნდიდან ზდენეკ ზემანი წლეულს უკვე მეორედ გაუშვეს. გამოცდილმა ჩეხმა სპეციალისტმა მხოლოდ ერთი რამ ვერგათვალა – ერთ მდინარეში ორჯერ არ შედიან.

სავარაუდო შემადგენლობები:

“ფიორენტინა” (4-3-1-2): ნეტო; ტომოვიჩი, ბასანტა, როდრიგესი, პასკუალი; აკვილანი, ბადეი, ბორხა ვალერო; ილიჩიჩი, დიამანტი; ჯილარდინო

“კალიარი” (4-3-3): ბრკიჩი; ბალცანო, დიაკიტე, ჩეპიტელი, აველარი; დესენა, კონტი, ეკდალი; მპოკუ, საუ, კოსუ

მსაჯი: გუიდა

“ნაპოლი” – “სამპდორია”

თარიღი: 26 აპრილი, 22:45 წუთი

ადგილი: ნეაპოლი, “სან პაოლო”

ტური კი ნეაპოლში მეტად საინტერესო მატჩით დასრულდება, სადაც ურთიერთობას სატურნირო ცხრილის მეზობლები – “ნაპოლი” და “სამპდორია” გაარკვევენ. სინიშა მიხაილოვიჩის გუნდისგან წლეულს იმასაც არავინ მოელოდა, რასაც უკვე მიაღწია, თუმცა გენულებს ახლა ამბიციები მომატებული აქვთ და გასიად ევროპის ლიგაზე ასპარეზობას გეგმავენ. შესბამისად, “სან პაოლოზე” ამბიციური “ნაპოლისთან” სათამაშოდ მოტივირებულნი არიან და 3 ქულისთვის ბოლომდე დაიხარჯებიან. თავის მხრივ, რაფა ბენიტესის გუნდმა ვეროპის ლიგის საუკეთესო ოთხ გუნდს შორის შეაღწია და ამ შეხვედრას გადასარევ ხასიათზე ხდვება. გარდა ამისა, “აძურის” სამეულში მოხვედრის შანსი ჯერ კიდევ შენარჩუნებული აქვს და ზრვისპირელთა წინააღმდეგ გამარჯვებისთვის იბრძოლებენ.

სავარაუდო შემადგენლობები:

“ნაპოლი” (4-2-3-1): ანდუხარი; მესტო, ალბიოლი, ბრიტოსი, სტრინიჩი; ინლერი, გარგანო; კალეხონი, ჰამშიკი, ინსინიე; იგუაინი

“სამპდორია” (4-3-3): ვივიანო; დე სილვესტრი, სილვესტრე, რომანიოლი, მესბა; სორიანო, პალომბო, ობიანგი; ედერი, ოკაკა, ეტო’ო

მსაჯი: დოვერი

თეგებისერია A
0.211056