ინგლისის “მანჩესტერ იუნაიტედი” და გერმანიის ბუნდესლიგის “დორტმუნდი” ნახევარმცველ ილქაი გიუნდოგანის ტრანსფერზე შეთანხმდნენ.
Sky Sports-ის ცნობით, ხელშეკრულების გაფორმებამდე მცირედი დეტალებიღაა დასაზუსტებული, სატრანსფერო ღირებულება კი, 21,5 მილიონი გირვანქა სტერლინგი იქნება.
24 წლის ფეხბურთელს დორტმუნდელებთან კონტრაქტის ვადა 2016 წლის ზაფხულში ეწურებოდა და ამიტომ, ისინი იძულებული იყვნენ ილქაი გაეყიდათ.
გიუნდოგანი “დორტმუნდში” 2011 წელს “ნიურნბერგიდან” გადავიდა და 2012 წელს გერმანიის ჩემპიონი გახდა, ხოლო 2013 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა. ამ კლუბის მაისურით მან 123 შეხვედრა ჩაატარა და 15 გოლი გაიტანა.