ფინეთის ვეიკაუსლიგის მე-3 ტურში “კუპსმა” შინ 1:0 დაამარცხა “ვაასანი.” მასპინძელთა შემადგენლობაში ირაკლი სირბილაძემ სრულად ითამაშა, მე-80 წუთზე კი ყვითელი ბარათი მიიღო. ფინეთის ვეიკაუსლიგის 12 გუნდიან ჩემპიონატში “კუპსი” 6 ქულით მე-3 ადგილზეა.
ფინეთის ვეიკაუსლიგის მე-3 ტურში “ილვესმა” შინ “კტპ-ს” უმასპინძლა. მატჩმა გოლების გარეშე ჩაიარა. სტუმართა განაცხადში არ იმყოფებოდა გიორგი ოსიტაშვილი. “კტპ” 2 ქულით მე-8 ადგილზეა.
დანიის სუპერლიგის 26-ე ტურში “ოდენსემ” სტუმრად 2:0 დაამარცხა “ესბიერგი.” გამარჯვებულთა განაცხადში ვერ ვიხილეთ ლადო დვალიშვილი. დანიის სუპერლიგის 12 გუნდიან ჩემპიონატში “ოდენსე” 32 ქულით მე-8 ადგილზეა.
ლიტვის ა ლიგის მე-10 ტურში “შიაულიაისა” და “სტუმბრასის” მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. “შიულიაის” ქართველი ფეხბურთელი თამაზ ჩარგეიშვილი მოედანზე 68-ე წუთზე გამოჩნდა. ლიტვის ა ლიგის 10 გუნდიან ჩემპიონატში “შიაულიაი” 3 ქულით ბოლო ადგილზეა.
პოლონეთის ექსტრაკლასის 29-ე ტურში “კრაკოვიამ” სტუმრად 3:0 დაამარცხა “ზავიშა.” დამარცხებულთა განაცხადში არ იმყოფებოდა გიორგი ალავერდაშვილი. პოლონეთის ექსტრაკლასის 16 გუნდიან ჩემპიონატში “ზავიშა” 29 ქულით ბოლო ადგილზეა.