Daily Mail-ის ინფორმაციით, “ბაიერნი” “ჩელსის” 31 წლის სერბი მცველით, ბრანისლავ ივანოვიჩით დაინტერესდა. წყაროს ცნობით, “რეკორდმაისტერი” ფეხბურთელის გადაბირებას 2016 წელის ზაფხულში შეეცდება, როცა ივანოვიჩს “ჩელსისთან” კონტრაქტი ამოეწურება და თავისუფალი აგენტი გახდება.
გავრცელებული ინფორმაციით, ლონდონური კლუბი ივანოვიჩთან კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებს.
მიმდინარე სეზონში მცველმა ინგლისის ჩემპიონატში 32 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე პასი გააკეთა.