ინგლისური მედიის ინფორმაციით, ლონდონის “ვესტ ჰემის” ხელმძღვანელობა მთავარი მწვრთნელის სემ ელერდაისის შემცვლელად “სოსიედადის” თავკაც დევიდ მოიესს მოიაზრებს და ზაფხულში შოტლანდიელი სპეციალისტის გადაბირებას შეეცდება.
“ჩაქუჩები” პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში 43 ქულით მე-10 ადგილზე იმყოფებიან. მოიესის გაწვრთნილი სან სებასტიანელები პრიმერადივიზიონში დამაჯერებლად ვერ ასპარეზობენ. გუნდი 32 ტურის შემდეგ მე-12 ადგილზე 38 ქულით იმყოფება და ევროსაგზურის ზონას 14 ქულით ჩამორჩება.
წლების განმავლობაში დევიდი “პრესტონს”, “ევერტონს” და “მანჩესტერ იუნაიტედს” წვრთნიდა. ესპანეთში სამუშაოდ კი გასული წლის ნოემბერში გადავიდა.