მოსკოვის ცსკა-ს ყოფილი მთავარი მწვრთნელი ეტორე მესინა “ოკლაჰომა სიტი სანდერის” თავკაცის პსოტზე ერთ-ერთ კანდიდატურად განიხილება. იტალიელი სპეციალისტის ამჟამად “სან ანტონიო სპურზში” გრეგ პოპოვიჩის თანაშემწედ მუშაობს და ლიგის მოქმედ ჩემპიონებთან კიდევ ორწლიანი კონტრაქტი აკავშირებს.
შეგახსენებთ, რომ “სანდერი” უმწვრთნელოდ სკოტ ბრუკსის დათხოვნის შემდეგ დარჩა. ოკლაჰომელებს მის შემცვლელად კონექტიკუტის უნივერსიტეტის გუნდის დამრიგებელ კევინ ოლის მიყვანა სურდათ, თუმცა, ამ უკანასკნელმა უარი განაცხადა.