ლონდონურ “კრისტალ პალასს” ჰოლანდიის ნაკრებისა და “ნიუკასლ იუნაიტედის” მეკარის ტიმ კრულის დამატება სურს – იუწყება ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემა The Sun.
“არწივების” მთავარი მწვრთნელი ალან პარდიუა, რომელიც წლებიც განმალობაში კრულთან ერთად მუშაობდა “ნიუკასლში” და მისი შესაძლებლობების შესახებ ძალიან კარგად მოეხსენება. ლონდონელები მზად არიან ჰოლანდიელ მეკარეში 10 მილიონი ფუნტი გაიღონ.
27 წლის მეკარემ მიმდინარე სეზონში 26 შეხვედრა ჩაატარა და 38 გოლი გაუშვა.