კატალონიის “ბარსელონამ” ფრანგული “პარი სენ ჟერმენი” ჩემპიონთა ლიგის განმეორებით მეოთხედფინალურ მატჩში საკუთარ მოედანზე ადვილად, ანგარიშით 2:0 დაამარცხა. ამ შეხვედრაში “ბლაუგრანას” მთავარ მწვრთნელ ლუი ენრიკეს ერთგვარი იუბილე ჰქონდა. მან კატალონიურ გრანდს 50-ე შეხვედრაში უთავკაცა.
ხსენებული 50 თამაშიდან ლუის ენრიკეს დამოძღვრილმა გუნდმა 42 მოიგო, 3 ფრედ დაასრულა, ხოლო 5 წააგო. ეს კი “ბლაუგრანას” ისტორიაში საუკეთესო შედეგია. აქამდე, “ბარსელონას” არცერთ თავკაცს საწყის 50 მატჩში ასეთი კარგი მაჩვენებლი არ ჰქონია. ლუის ენრიკემ თვით ლეგენდარულ ელენიო ერერას და პეპ გვარიდოლას აჯობა. ერერას ხელმძღვანელობით “ბარსამ” პირველ 50 მატჩში 40 მოიგო, 5 წააგო და ხუთიც საყაიმო ანგარიშით დაასრულა, ხოლო გვარდიოლას საწყისი 50 თამაში ასე გამოიყურება – 37 გამარჯვება, 8 ფრე, 5 წაგება.