ქართველმა ჩოგბურთელმა გიორგი ცივაძემ ყაზახეთის ქალაქ შიმკენტში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 15 ათასი დოლარი) პირველი რაუნდი დასძლია.
ცივაძემ უკრაინელი ალექსანდრ კუშაკოვი 6:2, 6:4 დაამარცხა და მერვედფინალში მე-5 ნომრად განთესილ უზბეკ ტემურ ისმაილოვს გაეჯიბრება.
შეგახსენებთ, რომ მანამდე გიორგი წყვილთა ტურნირს გამოეთიშა.