ჩოგბურთი

14:40 | 22.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

წყვილებში წარუმატებლად ითამაშეს

თურქეთის ქალაქ სტამბოლში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე, რომლის საპრიზო ფონდიც 50 ათასი დოლარია, წყვილთა შეჯიბრის პირველი წრის მატჩები შედგა. სამწუხაროდ, ქართველი ჩოგბურთელებისთვის ის წარუმატებელი აღმოჩნდა.

სოფო შაფათავა და უკრაინელი ანასტასია ვასილიევა რუსეთის სახელით მოთამაშე ნათელა ძალამიძესთან და ბულგარელ ელიცა კოსტოვასთან 5:7, 6:4, 12:14 დამარცხდნენ, ხოლო ეკატერინემ გორგოძემ და უკრაინელმა ალიონა ფომინამ ბრიტანელ ბროადისთან და რუს ბიჩკოვასთან 4:6, 7:6 (7:4), 7:10 წააგეს.

შაფათავას ჯერაც ჩასატარებელი აქვს ერთეულთა ბადის შეხვედრა. სოფო ძალებს ხსენებულ ბროადისთან მოსინჯავს, გამარჯვების შემთხვევაში კი, ბელარუს სასნოვიჩს და ესტონელ კონტავეიტს შორის უმჯობესს გაეჯიბრება.

0.116157